რედაქტორის გვერდი ლიტერატურული კრიტიკა დღეს „ ბევრ ჟანრს გამოვიგლოვებთ ცხოვრებაში,
დარჩება მხოლოდ მეტა-პოეზია და მეტა-ადამიანი “
ბესიკ ხარანაული
ამ სამყაროში ყველაზე თავისუფალი ლიტერატურაა. წიგნებში აღწერილ სამყაროებსა თუ ქვეყნებში მოგზაურობას არც ვიზა სჭირდება და არც რაიმე სახის ნებართვა. გარდა ამისა, მწერალიც და პოეტიც თავისუფალია საკუთარ არჩევანში: წეროს ის, რაზეც უნდა, როგორც უნდა და სადაც უნდა. საბოლოო პროდუქტს კი მკითხველი აფასებს. თუ შევეცდებით პოეზიის ან პროზის ჩარჩოებში მოქცევას, თუ დავუწესებთ გარკვეულ პირობებს, კრიტერიუმებს და მსგავს, მწერლობისთვის შეუსაბამო რამერუმეებს, რომლებიც ყველაზე მთავარს და მნიშვნელოვანს (რის გამოც მწერლობა მწერლობაა და არა, მაგალითად, ბუღალტერია) თავისუფლებას შეუზღუდავს, მაშინ ხელთ სტერილური, დავარცხნილი ტექსტები შეგვრჩება - დაც ლილი ემოციებისგან, გრძნობებისგან და, რაც მთავარია, ავტორის ინდივიდუალურობისგან. ბევრი მიიჩნევს, რომ ლიტერატურულმა კრიტიკამ საკუთარ თავზე ლიტერატურის დახარისხება უნდა აიღოს: გადაარჩიოს კარგი და ცუდი მწერლები, კარგი და ცუდი პროზა თუ პოეზია. უნდა განსაზღვროს წესები, რომელთა დაცვაც სავალდებულო იქნება, მაგალითად, პოეტისთვის. და თუ არ დაიცავს, მას ლექსის წერა უნდა აეკრძალოს, სწორედ ისე, როგორც საბჭოეთის დროს მწერალთა კავშირის სხდომებზე განი ხილავდნენ ხოლმე პოეტებს, მწერლებს და მათ ტექსტებს. ფიქრობენ, რომ ლექსი აუცილებლად რითმიანი უნდა იყოს, რომ რელიგია არ უნდა შეურაცხყო, რომ „ ძეგლებს “ , წმინდანებს და რელიგიურ წინამძღოლებს არ უნდა შეეხო. არ უნდა
შეეხო არც მკვდარ მწერლებს, გარდაცვლილის ტექსტზე რაიმე სახის კრიტიკული აზრის ქონა მკრეხელობაა. შენს ლექსებში არამც და არამც არ უნდა ახსენო ყოველდღიური მოხმარების, არარომანტიკული საგნები. პოეზია ხომ წმინდაა, აუცილებლად ამაღელვებელი, აუცილებლად სიყვარულზე მოქვითინე და რაღაცნაირად, დეპრესიუ ლიც. რეალურად კი, ლიტერატურული კრიტიკის ამოცანა უნდა იყოს, რომ ტექსტები განიხილოს ავტორებისგან დამოუკიდებლად, მოუძებნოს პარალელები, გააანალიზოს სახე-სიმბოლოები, მხატვ რული ხერხები, წერის სტილი და სხვ., შეადაროს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიური ბუმის ეპოქაში, როდესაც ადამიანებს დრო აღარ ჰყოფნით ურთიერთობებისთვის, შვილებისთვის, წიგნე ბისთვის, აი, ამ დეპრესიულ, ერთფეროვან, ეკრანებით და ღილაკებით გადატვირთულ საუკუნეში პოეტს რითმებისთვის და მარცვლების სათვლელად აღარ სცალია - არც ამის დროა და აღარც განწყობა, სათქმელი იმდენად მძიმეა, რომ ასეთი ჩარჩო ვეღარ გაუძლებს. ყოველდღიური ყოფის აუტანლობა და სინაცრისფრე ვერლიბრის ფორმას უფრო ირგებს. ვერლიბრი ურჩევნია ასევე ირეალურ სამყაროებს, ძველ მითებსა და ლეგენდებს, საიდანაც ფენტეზის ჟანრი იკვებება და დღეს საკმაოდ პოპულარულია. თუმცა, პოსტ-პოსტმოდერნიზმში ყველაფერი უკვე კარგად ნაცნობი და ბანალურია. სიახლე იშვიათი გახდა. იშვიათია აგაღელვოს ტექსტმა, რადგან თითქმის ყველა ლიტერატურული თამაში, მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული ხრიკები უკვე გაცხადებულია. აღარავის უკვირს და აღარ იწვევს იმ განცდებს, იმ ემოციურ ზემოქმედებას, რაც ლიტერატურამ უნდა მოახდინოს მკითხველზე. ეგ ხომ ისედაც ნათელია, და მერე რა? ჰო, ამის თქმას უკვე ბევრი შეეცადა. ჩვენს ეპოქაში, როცა კინემატოგრაფიის განვითარებამ პიკს მიაღწია თავისი 3D კინოდარბაზებით, როდესაც სოციალური ქსელების ბუმია, სანახაობა პირველ ადგილს იჭერს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც იმდენად გამოფიტული და დაღლილია, იმდენად ეძებს მძაფრ განცდებს, მძაფრ შეგრძნებებს, ისე სჭირდება ადრენალინი, რომ ლიტერატურას ისღა დარჩენია, ყველანაირად ეცადოს, მკითხველი შეაშინოს, დაძაბოს, ანერვიულოს, მოკლედ, გამოაცოცხლოს. ტექსტი მეტატექსტად უნდა იქცეს და წიგნი - მეტაწიგნად. მხოლოდ კარგი მოთხრობა მკითხველს აღარ აკმაყოფილებს, მას ამავე დროს განცდებიც სჭირდება. აი, სწორედ ამ ვითარებაში, ამ სიტუაციაში, ლიტერატურული კრიტიკა ნამდვილად ვეღარ იხელმძღვანელებს იმ კრიტერიუმებით, რითაც (ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან, საქართ ველოში) ხელმძღვანელობდა წლების წინ. როცა საგანი იცვლება და სხვაფერდება, უნდა შეიცვალოს ამ საგნის შემფასებელიც. და საერთოდაც, რა საჭ ი როა ლიტერატურული კრიტიკა იმ გაგებით, რა გაგებითაც ის ესმით? გვჭირდება კი მენტორის ტონის მქონე ორგანო, რომელიც საკუთარი გემოვნებით შეფასებულ ლიტერატურას შემოგვტენის და შესაძლოა, გვერდზე დარჩეს ჭეშმარიტად კარგი ავტორი. იქნებ ვენდოთ მკითხველს, თავად გადაწყვიტოს, რა წაიკითხოს. ეს მუდმივი ზრუნვა ხელოვნების ხარისხზე, მორალზე და ჩარჩოების დაწესებაზე, დღეს ფრიად სასაცილოც კია. ვფიქრობ, რომ ლიტერატურული კრიტიკა, როგორც ასეთი, ტექსტის ანალიზით უნდა დაკავ დეს, ხოლო რა წავიკითხოთ, რეკომენდაციები და რჩევები ლიტერატურული გამოცემების და კატალოგების პრეროგატივაა. „ ბუქსითის “ მიზანია, თავისი რევიუებით, რეცენზიებითა თუ ესეებით მკითხველს გააცნოს და დაანახოს ახლად გამოცემული წიგნები თუ ძველი ავტორები, ხოლო მკითხველი თავად გადაწყვეტს, რა