იტვირთება...

არნე ბრამის თავგადასავალი - ტუტეგების მწვანე ალმასი

რუსუდან გაფრინდაშვილი

2016 წელი | arne
4,337 ნახვა
4.8
(0 რეცენზია /5 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
2
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ზღაპრული არსებების ბრძოლა სამყაროს გადასარჩენად ერთნაირად საინტერესო უნდა იყოს ყველა ასაკის მკითხველისთვის. მასში შერწყმულია როგორც მოზარდებისთვის საინტერესო და საოცნებო თავგადასავალი მეკობრეებსა და ჯადოსნურ მოგზაურობაზე, ასევე ის ღირებულებები, რომლებიც ყველა ასაკის ადამიანში დატოვებს გარკვეულ კვალს და დააფიქრებს. ახალგაზრდა მწერალი რუსუდან გაფრინდაშვილი თავის პირველ წიგნში, 18 წლის არნე ბრამის არაჩვეულებრივ თავგადასავალს გვიამბობს: მომავალი მეომრის ცხოვრებას ერთი პატარა წერილი თავდაყირა აყენებს და არნე ახლადაღმოჩენილი მამის საძებრად მიემგზავრება.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ზღაპრული არსებების ბრძოლა სამყაროს გადასარჩენად ერთნაირად საინტერესო უნდა იყოს ყველა ასაკის მკითხველისთვის. მასში შერწყმულია როგორც მოზარდებისთვის საინტერესო და საოცნებო თავგადასავალი მეკობრეებსა და ჯადოსნურ მოგზაურობაზე, ასევე ის ღირებულებები, რომლებიც ყველა ასაკის ადამიანში დატოვებს გარკვეულ კვალს და დააფიქრებს. ახალგაზრდა მწერალი რუსუდან გაფრინდაშვილი თავის პირველ წიგნში, 18 წლის არნე ბრამის არაჩვეულებრივ თავგადასავალს გვიამბობს: მომავალი მეომრის ცხოვრებას ერთი პატარა წერილი თავდაყირა აყენებს და არნე ახლადაღმოჩენილი მამის საძებრად მიემგზავრება. ლაიტმოტივად მთელ ზღაპარს გასდევს სწრაფვა თავისუფლებისკენ. ხომალდსაც, რომელსაც ყველაზე სასტიკი მეკობრეები დაჰპატრონებიან და რომლის საძებნელადაც არნე ბრამი მიდის, თავისუფლება ჰქვია. ზღაპრის გმირები სწორედ თავისუფლებას დაუფლებული ბოროტების დასამარცხებლად იბრძვიან. ზღაპარში აქცენტი გაკეთებულია ადამიანების გაბოროტებაზე - წყლის ყველაზე ბოროტ არსებას სწორედ ადამიანების ბოროტება აძლიერებს და სამყაროს განადგურებით ემუქრება. ირკვევა, რომ სამყაროს წარღვნისგან გადარჩენა მხოლოდ არნე ბრამს შეუძლია, რომელსაც ახლადშეძენილ მეგობრებთან ერთად, მრავალი ფათერაკის გავლა უწევს. წიგნის ერთ-ერთ ეპიზოდში, მიუხედავად იმისა, რომ არნეს ნიმფების საოცარ კუნძულზე დარჩენის დიდი სურვილი აქვს, მაინც უცნაური სევდა იპყრობს. ერთერთი პერსონაჟი ამ სევდას ასე განუმარტავს - „შენი ადამიანური ნაწილი გიბიძგებს, რომ მეგობრებს არ უღალატო“. სწორედ ეს ადამიანური ნაწილია ზღაპრის მთავარი ხაზი: ბოროტების დასამარცხებლად ერთერთი მთავარი გმირის სიკვდილია საჭირო. ამის გარეშე, დედამიწა წარღვნას ვერ გადაურჩება. ზოგი ამ პერსონაჟს მოსაკლავად იმეტებს, მაგრამ არნე მზად არის საკუთარი თავიც გასწიროს და სამყაროც, თუ კი, მეგობრის გადასარჩენად სხვა რამეს ვერ მოიფიქრებს. ჩვენი მთავარი გმირი, რა თქმა უნდა, გამოსავალს პოულობს, თუმცა, ამ გამოსავლის გამო, მის თავგადასავალს ზღაპრისთვის მოულოდნელი, არატრადიციული ფინალი აქვს. ნიმფების განაჩენით, ტუტეგები ადამიანებს უნდა შეერიონ, სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურონ და სიკეთე გაავრცელონ. დაარწმუნონ კაცობრიობა, რომ შეწყვიტონ ომები და მომავალ თაობებს გააცნობიერებინონ, რა შეუძლია ბოროტებას. მათ სამყაროს გადამრჩენელი მანამდე უნდა მოძებნონ, ვიდრე ბოროტება კვლავ გადაწონის სიკეთეს. ალბათ, ყველა ვიცნობთ ადამიანებს, ვინც სიკეთის ფალადინების ხომალდით ჩვენს ყოველდღიურობაში იჭრებიან, ცხოვრებას გვილამაზებენ, კეთილშობილებას ასხივებენ და სიცოცხლეს უკეთესს ხდიან. იქნებ, მათ შორის არიან ჩვენი ზღაპრის ლამაზი გმირებიც - არნე, ულა, ადილა და სხვები... წყლის და ხმელეთის კეთილი სულები, რომლებზეც დგას სამყარო.. დიახ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს შორის დადიან კეთილი ტუტეგები და თითოეულ ჩვენგანში ეძებენ სიყვარულის გზით სამყაროს გადარჩენის ძალას.. სხვადასხვა ქვეყანაში უყვებიან ადამიანებს თავგადასავალს, რომ ამ ზღაპრად ქცეულმა სინამდვილემ ლეგენდასავით მაინც იპოვნოს ადგილი მომავალში. ერთერთი ტუტეგი კი, მგონი, წიგნის ავტორი რუსუდან გაფრინდაშვილია, რომელიც წერილობით გზავნილს წიგნის სახით ჩვენს ქვეყანაშიც ტოვებს იმის იმედით, რომ საჭირო დროს ერთი ეგზემპლარი მაინც მოხვდება იმ ადამიანის ხელში, რომელიც მზად იქნება საკუთარი სიცოცხლე სიკეთისა და სიყვარულისთვის გასწიროს. მარიამ ახსიაშვილი
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
არნე ბრამის თავგადასავალი - ტუტეგების მწვანე ალმასი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2016
გვერდები:
590
კატეგორია:
საბავშვო
ნახვები:
4337
რეიტინგი:
4,8
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(5) რეცენზია
4.8
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [4]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]