ჩვენი დროის ფრთოსანი ანგელოზი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

1413

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ქალებმა ჩემი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე, ისეთი დღე მაყარეს, რომ მათკენ გახედვაც არ მინდა. რა თქმა უნდა, იყო ისეთი გაელვებებიც, მსგავსი დიდებული დღესასწაულებისა, რომ თავი ცხენზე ამხედრებული კორსიკელ იმპერატორადაც კი მომჩვენებია. იმპერატორად, რომელიც სამი წელი საგულდაგულოდ მალავდა თავის იმპერატორობას. რა გასაკვირია, რევოლუციის ტალღაზე მოსული რესპუბლიკელი თავს ხომ არ შეირცხვენდა იმპერატორის მაღალი ტიტულით? მეც გადავწყვიტე ქალებისგან ნაბოძ მაღალ ტიტულზე, ამ ფუჭ გაელვებაზე, დამეწერა წიგნი. ეს გავიფიქრე თუ არა, რაღაც ექსტაზმა შემიპყრო. გეფიცებით დონ-კიხოტს, ჩემი ცხოვრების ყველაზე მწვავე ეკონომიკური კრიზისის ეპოქაში გადავწყვიტე ჩემი დანგრეული პეჟოთი გამესეირნა, და აი, სწორედ მაშინ თეთრ ცხენზე ამხედრებულმა ბონაპარტემ ჩამომიარა, დიახ, ბულონის ტყეში სეირნობდა, მე კი - თბილისის ქუჩებში. სწორედ მაშინ გავიფიქრე, რომ მსხვერლპშეწირვა დიდებისაკენ მიმავალი ერთადერთი გზაა, მაგრამ მალე ისევ გონს მოვეგე, რეალობას დავუბრუნდი, ყურები ჩამოვყარე და გამოვეშურე შინისაკენ. უნდა მხსომებოდა, რომ მე, ბევრი მოძმესავით, მხოლოდ ცხოვრების მიღმა დარჩენილი მხატვარი ვარ. - მერე რა მოხდა - ვუთხარი ჩემს თავს- დიდებული იმპერატორი ხომ თავისი დიდებული გამარჯვებების მსხვერპლი შეიქმნა? საწვავის უკმარისობის გამო კვლავ სხვა გზას ვადექი, რაღაც უნდა მეღონა, რომ სახლში დავბრუნებულიყავი. ქრისტთეს მოძღვრება, რომ მხოლოდ თეორია ყოფილიყო, ის უთუოდ ფილოსოფოსად ან პოლიტიკოსად დარჩებოდა, მაგრამ მან თავისი ცხოვრების პირადი მაგალითით ჯვარცმის გზას გოლგოთისაკენ მოფინა ნათელი. ახლა როცა ყველანი მსხვერპლნი ვართ ( ვინ რისი და ვინ რისი), რა თქმა უნდა, გზა გოლგოთისაკენ, როგორც არასდროს, ეხლა ჩემთვის გარდუვალია. (ჰა - ჰაა! ვიცინი უადგილოდ) და ვინაიდან მკვლევარები ჩემს შესახებ არაფერს წერენ, მე დავასწრებ მათ და თავად ავღწერ ჩემი წმინდა ცხოვრების გოლგოთას.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაციცინათელას წიგნები
გამოცემის წელი2016