საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

5281

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

პალიტრა L

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

XX საუკუნის მიწურულს 6000-მა ფრანგმა მკითხველმა საუკუნის საუკეთესო 50 წიგნი შეარჩია. ეს ფრანგების არჩევანი იყო. ფრედერიკ ბეგბედერი – თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე საინტერესო მწერალი – თანამემამულეების არჩევანს „აღწერს“ – გვთავაზობს 50 ესეს – მწერლებზე, ლიტერატურაზე, წიგნებზე, საკუთარ თავზე. მახვილი ენა, მოქნილი ფრაზეოლოგია, პროვოკაცია და მოულოდნელობა – ბეგბედერი ირონიულია, შეუბრალებელი, მოურიდებელი, პატარა ბავშვივით აღფრთოვანებული და ხშირად სევდიანი. სამაგიეროდ, მუდამ თავისუფალი შეფასებისას. ყოველი მომდევნო ავტორი და ნაწარმოები მისთვის აღმოჩენაა და სევდანარევი იმედი, რომ XXI საუკუნის ლიტერატურა ისეთივე ბობოქარი და სულისშემძვრელი იქნება, როგორიც განვლილი საუკუნისა. იმგვარი საკითხავი, რომელიც შენთან დარჩება. და ახალი თაობა ახალ ლიტერატურას ისეთივე წრფელი გრძნობით შეიყვარებს, როგორითაც მეოცეში სულ სხვებს უყვარდათ.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941211485
გამომცემლობაპალიტრა L
გვერდები224
თარგმანიფრანგულიდან
მთარგმნელინინო თურქესტანიშვილი
გამოცემის წელი2013