საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

15304

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი“ წარმოადგენს პირველ კომენტარს, რომელიც შეიქმნა „ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა“-ს (ABA ROLI) მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით. წინამდებარე გამოცემის სტრუქტურა ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტრუქტურას და წარმოადგენს ერთ-ერთ ღირებულ გამოცემას, რომელიც სისხლის საპროცესო სამართალში ქართულ ენაზეა შესრულებული. მოცემული ნაშრომი მიზნად ისახავს სრულყოფილად გააანალიზოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. კომენტარის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლებმა, ასევე, პრაქტიკოსმა იურისტებმა. შესაბამისი მუხლების კომენტარები ეკუთვნის შემდეგ ავტორებს: პროფ. ლალი ფაფიაშვილს - მუხლები (3, 4-18, 73-78, 81-83, 170-181, 196-208); პროფ. გიორგი თუმანიშვილს - მუხლები (1-2, 3, 38-58, 72); ბ-ნ დავით კვაჭანტირაძეს - მუხლები (3, 41-46, 111, 221-224); ქ-ნ ლარისა ლიპარტელიანს - მუხლები (3, 19-31, 59-66, 112-114, 182-195, 279-291, 310- 333); ბ-ნ გერმანე დადეშქელიანს - მუხლები (85-99, 219, 220, 258-278); ქ-ნ შორენა გუნცაძეს - მუხლები (225-257, 292-299, 300-309); ქ-ნ ნათია მეზვრიშვილს - მუხლები (3, 32-37, 115-135, 1431-14310, 209-218,); ქ-ნ ლონდა თოლორაიას - მუხლები (3, 67-71, 79-80, 100-110, 136-138, 144-165, 166-169). წინამდებარე გამოცემა მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს არა მარტო სტუდენტებს, არამედ პრაქტიკოს იურისტებსაც.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაზვიად კორძაძის გამომცემლობა
გამოცემის წელი2016