იტვირთება...

შეცნობა უჩინარისა

ტარიელ კინწურაშვილი

3,297 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
1.5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ტარიელ კინწურაშვილის თხზულებების თემა ამოუცნობის შეცნობაა. მისი გმირები არ იზღუდებიან დროითა და სივრცით - უკიდეგანოა მათი სურვილები და მისწრაფებები. მწერლის ფილოსოფიური თვალსაზრისით, წამი მარადიულობას იტევს, ხოლო მარადიულობა ერთ გაელვებაშია მომწყვდეული. ტარიელ კინწურაშვილი მისტიკისა და სამეცნიერო–ფანტასტიკის ჟანრში ქმნის ისეთ მოთხრობებს, რომლებიც წინ უსწრებს ჩვენს ეპოქას!
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
„ნაზკას მაიმუნის ყურები“ - ნაწარმოების მთავარი გმირია რაიბულ არაბული, რომელიც პარალელურ სამყაროებსა და განზომილებებთან არის კავშირში. „დროში გარდატეხილი ტობი“ - ტობი ამოუცნობი პიროვნებაა. მისი ცხოვრება სამყაროსეული საიდუმლოებების შესაბამისად ვითარდება, რომლისთვისაც დროის ფენომენია უმთავრესი. „ხარის თვალი“ - შეუცნობელი მოვლენებისა თუ მისტიკური კანონზომიერების კიდევ ერთი ლიტერატურული დასტური. „ფერადი აპერიტივი“ - იტალიელი ფრანკო ნერი ერთხანს სამეცნიერო-კრიმინალისტიკური სამსახურის აგენტად მუშაობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ ამ საქმით გადაიღალა და ოჯახური ბიზნესის ფერხულში ჩაება. მოთხრობა მისტიკური მოვლენებით არის გაჯერებული და მასში წარმოჩენილია ადამიანის სიცოცხლის ამაოების ალეგორია. „ხერესის ტრიადა"-სამი მეგობარი კამათობს განყენებულ თემებზე, რომლებიც შეეხება სამყაროს ამოუცნობ საიდუმლოებებს. მათი ურთიერთსაპირისპირო შეხედულებები მხოლოდ მკითხველის შესაფასებელი და გასაზიარებელია. „ქალი და მორიელი“-ეროტიკა და მისტიკა ერთმანეთთან საინტერესოდ არის შეზავებული. „უდაბნოს ნიავისა და ბედუინის გასაუბრება“ - ილუზია! აი ეს არის ამ მინიატურული მოთხრობის მთავარი აზრის შემცველი სიტყვა. „რქაწითელი“-ღმერთთან წილნაყარი უზენაესი ფასეულობის გამარჯვება მისტიკური ამბის ფონზე ვითარდება. „ექვსს უკლია ოცდახუთი წუთი“-სამშობლოში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის წინ, ბრაზილიელი ხალხი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებისგან კიდევ ერთ ტრიუმფს ელის. მოხუცი ტიაგო ანტონიო ბრაზილიელთა ოცნებებისა და სურვილების სიმბოლური გამოხატულებაა, ხოლო გამარჯვების წყურვილი იმდენად დიდია, რომ ფანტასტიკის სფეროში გადაინაცვლებს. „ინტერვიუ მეცამეტე მოციქულთან“-ტობი საკუთარ თავს მეცამეტე მოციქულს უწოდებს და დაუჯერებელ თემებზე საუბრობს.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
ISBN 978-9941-0-7432-5
სათაური:
შეცნობა უჩინარისა
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2015
გვერდები:
122
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
3297
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]