ცდუნება სიყვარულისა
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
6434
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ლირა ჩრდილელი
გამომცემლობა
ლირა ჩრდილელი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
რომანში, ერთმანეთისათვის სრულიად უცნობი, ორი ქალის ისტორიაა აღწერილი, რომლებიც შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს საავადმყოფოს პალატაში და ჰყვებიან თავიანთ თავგადასავლებს, სადაც არაფერს მალავენ, თუნდაც ძალიან პირადულს და ინტიმურს. ამ ქალებიდან ერთ-ერთი ჩემი პროტოტიპია, ის ჩემს ისტორიას ჰყვება. მკითხველებს ხშირად მოუმართავთ ჩემთვის, მომეთხრო ჩემი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთები კი ჩემს პერსონაჟებთან მაიგივებდნენ. ამიტომ, გადავწყვიტე მომეთხრო ჩემზე. მაგრამ მარტო ჩემი ცხოვრება მაინც და მაინც საინტერესო არ იქნებოდა მკითხველისათვის, ამიტომ მეორე ქალიც შემოვიყვანე თავისი მხურვალე სიყვარულით და ნაღვლიანი ისტორიით. ამ ქალის ისტორიის პირველ ნაწილში გამოვიყენე ჩემი ძველი მეგობრის სიყვარულის სამწუხარო ამბავი, რომელიც ადრეც აღვწერე ერთ ჩემს ნაწარმოებში და იქაც მხოლოდ პირველ ნაწილში, რადგან ჩემი მეგობრის სიყვარულს გაგრძელება არ ჰქონია. საცოდავი ძალიან ახალგაზრდა, გაუხარელი წავიდა ამ ცხოვრებიდან. პერსონაჟების გარეგნული მსგავსება შემთხვევით არ შემომიტანია, ეს სპეციალურად გავაკეთე. ამით ხაზი გავუსვი იმას, რომ უზომოდ შეყვარებული ქალი, რომელიც სიყვარულისათვის ყველაფერზე მიდის, ჩვეულებრივი ქალია, Yყველა ჩვენგანის მსგავსი და ის, რაც მას შეემთხვა შეიძლებოდა თითოეულ ჩვენგანს შემთხვეოდა, რადგანაც უსაზღვრო სიყვარულის წინაშე ყველა და ყველაფერი უძლურია, ძნელია გაუძლო ცდუნებას სიყვარულისას. ქალის მგზნებარე, მაგრამ უიღბლო სიყვარულის ისტორია, ვფიქრობ გულგრილს არ დატოვებს ჩემს მკითხველს. პატივისცემით, ლირა ჩრდილელი. 31 იანვარი. 2016 წელი.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები