მორჩილება

რეიტინგი

4.2 / 5

ნახვა

14816

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

მიშელ უელბეკის რომანი „მორჩილება“, რომელიც პარიზში მოდელირებულ „არაბულ გაზაფხულს“ ასახავს, მაღაზიების თაროებზე 2015 წლის 7 იანვარს გამოჩნდა. იმავე დილით სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ ნომერში რამდენიმე სტრიქონი უელბეკს მიეძღვნა და მისი კარიკატურაც დაიბეჭდა. თუმცა, ეს ყველაფერი „შარლი ებდოზე“ მომხდარმა ტერორისტულმა თავდასხმამ გადაფარა, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა. რომანმა-ანტიუტოპიამ ცხარე კამათი და აზრთა სხვადასხვაობა მოგვიანებით მაინც გამოიწვია: „ჯერ კიდევ „ელემენტარული ნაწილაკების“ პერსონაჟმა დასვა შეკითხვა: „რამდენ ხანს იარსებებს დასავლური საზოგადოება რელიგიის გარეშე?“ ვეღარ იარსებებს, ასეთია უელბეკის პასუხი 2015 წელს. დასავლეთევროპელმა ადამიანმა, რომელიც რამდენიმე ათწლეული ღმერთისა და მბრძანებლის გარეშე ცხოვრობდა, თავისუფლება ვერ მოიპოვა. ამის სანაცვლოდ უფლება აქვს, მიიღოს მორჩილება უკიდურესი ფორმით – როგორც განკურნების საშუალება და ასევე, როგორც სასჯელი. გაუმართლებელია უელბეკის ლანძღვა იმ პრინციპების ღალატისთვის, რომლებსაც არასაკმარისად იცავდნენ თავად მემარცხენეები. მისთვის პასუხის გაცემა მხოლოდ მოჩვენებით ჰუმანისტობაზე უარის თქმით შეიძლება. მანამდე კი, უელბეკის დროა“.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-23-383-8
გამომცემლობასულაკაურის გამომცემლობა
გვერდები306
თარგმანიფრანგულიდან
მთარგმნელიეკატერინე სუმბათაშვილი
გამოცემის წელი2015