უმუშევრობის 40 მონაპოვარი სახელმძღვანელო მარცხით სარგებლობისთვის.
ჩვენს ქვეყანაში დასაქმება დიდ პრობლემად რჩება, შეიძლება არა იმდენად სამუშაო ადგილების არარსებობის გამო, რამდენადაც აზროვნების „ გაჭედილობის “ გამო. ქართული მენტალობა ვერ გადაეჩვია „ ჩემიანის “ დასაქმებას, თუნდაც დილეტანტის. კარგ ტონად ითვლება, როცა დააწყებინებ სამსახურს ახლობელს, ამისთვის, სულ მცირეს, პატივს, ელოდები. მართალია, ევროპის მსგავსად, მოდაში შემოვიდა განცხადებების განთავსება, სივის გადაგზავნა, მაგრამ მგონი ტყუილ-უბრალოდ. ეს ან „ დემოკრატიულობის ამაო შუქია “ , ან სხვებისთვის თვალების დაბნელება. კომპანიები ნაკლები ნდობით უყურებენ „ უცხოს “ , ვაითუ არ გამიმართლოს და უნდობლობა კი რისკის უქონლობას ნიშნავს.
თანამედროვე სივრცეს აშინებს სამსახურის დაკარგვა; შიში ახსნადაია: უმუშევრობა +უფულობა+ უმოძრაობა + უიმედობა.
მე ერთ წელიწადში ორი სამსახური დავკარგე. მიზეზს თქვენთვის მნიშვნელობა აქვს?- მეც არ ვიცი.
40 რამ , რაც მე გავაკეთე სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ, არც თუ ცუდი რამ აღმოჩნდა, არამედ პირიქით, სასარგებლოც, აბა ვნახოთ რატომ.
აღიარება - არ დამალო, რომ უმუშევარი დარჩი, ადამიანს სცხვენია, საზოგადოებამ გაიგოს მისი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, საერთოდ, სხვათა აზრი ხშირად განსაზღვრავს შენს მოქმედებებს, ამ შიშისგან თავი უნდა გაინთავისუფლო, დაამსხვრიო სტერეოტიპი, რისი გეშინია, განკითხვის თუ ბრალდების? სამსახურიდან განთავისუფლება არ გიკარგავს არც ღირსებას და არც ნიჭს, აღიარე გულწრფელად და თამამად, რომ გამოგიშვეს. თუ შენი მიზეზით გამოგიშვეს, ესეც არაა ტრაგედია, აღიარე.
შიში- პირველი ემოცია, რომელიც შეიძლება დაგეუფლოს, არის შიში ეკონომიური გაჭირვების გამო. ეს რეალური შიშია, შენი ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდება, მაგრამ ამავე დროს, ეს არის საშუალება, ისწავლო ფინანსების მართვა, დაითვალე, რამდენის დახარჯვის უფლებას მისცემ საკუთარ თავს. სტაბილური შემოსავლის დროს ხშირად თავს უფლებას აძლევ, გააკეთო იმაზე მეტი, ვიდრე ამის შესაძლებლობლებს იძლევა შენი ფინანსური მდგომარეობა, აქედან არის დაუსრულებელი კრედიტები, ბანკის ვალები, ეხლა დადგა დრო, გაჩერდე, დახარჯე იმდენი, რამდენიც შეგიძლია რეალურად და არა იმაზე მეტი, ვიდრე შემოგდის. ეს იმ შემთხევვაში, თუ სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ გაქვს რაიმე დანაზოგი ( ამ დროს აცნობიერებ, რომ როცა გაქვს კარგი შემოსავალი, გქონდეს დანაზოგი „ შავი დღისთვის “ .)
არ დაკარგო საკუთარი თავის რწმენა-მარცხი ხშირად წარმატების საწინდარია, მარცხი უნდა იყოს ახალი მოტივაცია, ეძებო საკუთარ თავში რესურსი ან ნიჭი, რის გაკეთებას შეძლებ მომავალში, რომ იშოვო უკეთესი სამსახური. ეს კარგი საშუალებაა თვითგანვითარებისთვის, შეიძლება, შეიცვალო პროფესია და უფრო საინტერესო გახადო როგორც შენი ცხოვრება , ისე შენი მომავალი სამსახური.
არ ჩავარდე სასოწარკვეთილებაში-იწყება ახალი სამსახურის ძიება, სივების გადაგზავნა, სხვადასხვა ვაკანსიებისათვის დაუმთავრებელ გასაუბრებებზე სიარული, უშედეგოდ, ნუ შეშინდები - წარუმატებლობა წვრთნის თქვენს მოთმინებას. იყავი შეუპოვარი, ეძებე!
არ დაიღალო თხოვნით-ადამიანებს არ უყვართ თხოვნა. რატომ? აშინებთ უარის მიღება, უარი ამცირებს მათ. ისწავლე მშვიდად მიიღო „ არა “ . არ დაიღალო, ითხოვო სამსახური, ითხოვო დროებითი დახმარება; ეს თხოვნა როგორი პარადოქსალური და ილუზიურიც უნდა ჩანდეს, ითხოვე. თუნდაც ქუჩაში ველოსიპედით მოსიარულე რომ დაინახო და მოგინდეს გასეირნება, ნუ შეგრცხვება, მას რამდენიმე წუთით სთხოვო ველოსიპედი, მთავარი ის კი არ არის, რომ უარს მიიღებ, არამედ ის , რომ შეძელი თხოვნა. ასეთ მცირედში წარმატების მიღწევის შემთხვევაში, წარმატებას მოიპოვებ დიდშიც და სერიოზულშიც.
შეეგუე უარის თქმას - შენი ნიჭი, შენი გამოცდილება, შენი შესაძლებლობები ბევრისთვის უცნობია, ან მათ ეს არ სჭირდებათ, თამამად შესთავაზე სხვას, თუ რისი გაკეთება შეგიძლია და თან სთხოვე სამსახური ისე, რომ თითქოს უკვე ელოდები უარს, როცა ამ შიშისაგან განთავისუფლდები, სამსახურის ძიების სითამამე და სიმარტივეც უფრო მოგეცემა.
კარგად გამოიძინე- სამსახურის დროს შენი რეჟიმი იწყებოდა 9- 11 სთ-მდე; ყოველდღე დაღლილი დგებოდი, ვერ ასწრებდი დასვენებას. სულ გენატრებოდა ძილი. დასვენების მუდმივ ძიებაში იწყებოდა შენი ყოველი სამუშაო დღე. ცხოვრებამ მოგცა შანსი, რომ გამოიძინო, ნუ დაკარგავ ამ შანს. ეცადე, გეძინოს 8 საათი, დილას ადექი ადრე, დალიე წყალი, ივარჯიშე, მიიღე შხაპი და ლამაზად ჩაიცვი, მართალია სამსახურში არ მიდიხარ, მაგრამ ეს „ სავარჯოშოები “ სახლში დარჩენის მიუხედავად მაინც უნდა გააკეთო საკუთარი თავის პატივისცემის გამო. მოკლედ სამსახურიდან გაგანთავისუფლეს, მაგრამ იწყებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას