ხეზე ასვლა

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

4223

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ქუთაისისა და ქუთაისლების აკაკისეული დახასიათება ისე ზოგადია, მეცხრამეტე საუკუნის აქაურობისა და აქაურთა ზოგად სახე-ხასიათად გამოდგება. _ ქუთაისში ყველა უფროსია, ყველა ჭკვიანია და ამის გამოისობით ერთობა ძნელი მისაღწევია. პირველს მეორე ჯობია, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე აჭარბებს... თავის მაქებარ აქაურთა მოსაწონი არც არავინ დაბადებულა, არც არაფერი შექმნილა. ღმერთი რომ გამწყრალიყო და კიდეც დაბადებულ-შექმნილიყო, მაინც გაკიცხავდნენ. სხვაგან თავიკაცობა იციან, აქ თავიკაცობა ძნელი გასაბედავია, რადგან ერთი, თავს მოიკლავს და, მეორესთან ჭკუის საკითხავად არ მივა. სხვაგან წრეებს ქმნიან, ამხანაგობებს აფუძნებენ, აქ ორ ერთგულ ამხანაგს მესამე რომ მიემატოს, ერთი კვირა დაჭირდება, ის ორი სამიდღემჩიოდ რომ გარიყოს. ისე ძულთ, გეგონებათ, უყვართ და ისე უყვართ ერთმანეთი, სიძულვილისგან ვერ გაარჩევ... ეჭვშეუვალი აქ გაგიცუდდება და რასაც არ ფიქრობ, სიზმარშიც რომ ვერ ნახავ, ქუთაისის ტალახიან ქუჩებში გამოგეჭიმება. აქაურთა არა კი-ს ნიშნავს და პირიქით. სხვაგან ფსონს საუკეთესოზე დებენ. აქაც ასეა, მაგრამ გამარჯვებით სხვას ამარჯვებინებენ აქაოდა, ის ისედაც ძლიერია, საპყარს ვუსაშველოთო.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-9435-0-8
გამომცემლობასაგამომცემლო ცენტრი
გვერდები432
გამოცემის წელი2015