შიშის ძირითადი ფორმები
რეიტინგი
4.8 / 5
ნახვა
25341
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ფრიც რიმანი
გამომცემლობა
წიგნი+ერი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ვის არ განუცდია შიში ახლობლებთან ურთიერთობისას, შიში იმისა, რომ დარჩე მიტოვებული? შიში უცნობი მომავლის, სიკვდილის წინაშე? რიმანი უწოდებს მათ შიშის ოთხ ძირითად ფორმას, რომელთა საფუძველზეც წარმოგვიდგენს ტიპოლოგიას პიროვნების ოთხი სახასიათო ტიპით. განიხილავს თითოეული ხასიათის მიმართებას სიყვარულთან და აგრესიასთან, ცხოვრებისეულ წარსულთან და გვთავაზობს უამრავ ნიშანდობლივ მაგალითს. პოპულარული ენით დაწერილი და კლასიკად ქცეული ეს ფსიქოლოგიური ნაშრომი, რომლის საერთო ტირაჟი 850.000 ეგზემპლარზე მეტია, მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი. ფრიც რიმანი (1902-1979) -გერმანელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიტიკოსი. მიუნჰენის ფსიქოლოგიური კვლევისა და ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი (დღეს-ფსიქოანალიზისა და ფსიქოთერაპიის აკადემია). ინსტიტუტში პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ეწეოდა კერძო ფსიქოთერაპიულ პრაქტიკას. ნიუ-იორკის “ფსიქოანალიზის ამერიკული აკადემიის” საპატიო წევრი.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები