PEN მარათონი 2010
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
4346
ყველა პაკეტი
ანოტაცია
გამომცემლობა "დიოგენემ" 2010 წლის 29 ნოებრიდან 28 დეკემბრამდე ჩაატარა ორიგინალური ფორმატის მეექვსე ლიტერატურული კონკურსი PEN-მარათონი 2010. პირველი ასეთი კონკურსი 2002 წელს ჩატარდა. კონკურსის პირველ, შესარჩევ ეტაპზე (29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე) კონკურსში მონაწილეობდა 140 ადამიანი (78 ქალი და 62 მამაკაცი). კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე 16 წლისაა, ხოლო ყველაზე ხანდაზმული - 69 წლის. ლიტერატურული კონკურსი PEN-მარათონი 2010 გაიმართა 2010 წლის 11-12 დეკემბერს ქართლში, საგურამოში. თითოეულ კონკურსანტს 30 საათის განმავლობაში (11 დეკემბრის 12 საათიდან 12 დეკემბრის 18 საათამდე) ქართულ ენაზე უნდა დაეწერა ერთი ორიგინალური პროზაული ნაწარმოები. მარათონის დაწყების წინ ჟიურიმ კონკურსის მონაწილეებს მისცა დავალება, რომლის თანახმად მათ უნდა დაეწერათ "მგზავრის წერილები". წინამდებარე კრებული 11-12 დეკემბერს დაწერილი ათი ნაწარმოებისაგან შედგება.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები