იტვირთება...
მთავარი
წიგნები
კატალოგი
მოხმარების წესები
ჩვენ შესახებ
„საბას“ შესახებ
სიახლეები
პროექტები
ვიკიპედია ქართულად
პრემია "საბა"
კონკურსის შესახებ
კონკურსის ისტორია
წესდება
საკონკურსო განაცხადი
/
კონტაქტი
შესვლა
|
რეგისტრაცია
ელ. წიგნი
ელ. წიგნი
ავტორი
გამომცემელი
შესაძენი წიგნები
რაოდენობა
0
0.00
მთავარი
/
წიგნები
/
დოკუმენტური პროზა
/
პროზა
/
პირველად იყო... ლაქა
პირველად იყო... ლაქა
ია ანთაძე
2015 წელი |
არტანუჯი
დოკუმენტური პროზა
|
პროზა
2,894
ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
4
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
„როდის გადაიქცევა ხოლმე ადამიანი დრაკონად? გადრაკონების ერთი გზა ზუსტად ვიცი – როცა ადამიანი ბოროტად სარგებლობს სხვა ადამიანების ნდობით. ეს არცთუ იშვიათად ხდება. ეს ბევრჯერ მოხდა ჩვენ თვალწინ. ასე მგონია, მიზეზიც ვიცი: გვინდა თუ არ გვინდა, ხშირად ადამიანებს აღვიქვამთ, როგორც საკუთარი გარემოს ნაწილს. ცენტრში ჩვენ ვართ, ისინი კი ჩვენ ირგვლივ მიდი-მოდიან. ზოგი სიმპათიურია (ჩვენთვის!), ზოგი უსიმპათიო (ისევ ჩვენთვის!); ერთი მათგანისგან უსიამოვნებებს უნდა ველოდეთ, მეორისგან – არა; ერთი ჩვენს თანამოაზრედ მიგვაჩნია, მეორე – არა. ეს არის ხშირად შეფასების კრიტერიუმი – ჩვენი პირადი დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ. შესაბამისად, მეორე ადამიანი არსებობს იმდენად, რამდენადაც ჩვენ მას ვხედავთ; საჭიროა, რამდენადაც ჩვენ გვჭირდება, ან მავნეა იმდენად, რამდენადაც ჩვენთვისაა მავნე. ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან ადვილია გადრაკონების გზაზე შედგომა, თუკი მუდმივად ფხიზლად არ იქნები და მუდმივად საკუთარ თავს არ შეახსენებ, რომ ადამიანები არსებობენ თავისთავად, ჩვენგან და ბლოგისგან დამოუკიდებლად. მათ უფლება აქვთ, იცხოვრონ ჩვენ მიღმა ან ჩვენ წინააღმდეგ.“ (ავტორის წინასიტყვაობიდან)
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
მუჰამედის ცხოვრ...
გიორგი ლობჟანიძე
7
ყიდვა
ანტისაბჭოური სი...
უავტორო *
0
ყიდვა
მხატვრული თარგმ...
ვახუშტი კოტეტიშვილი
2.9
ყიდვა
ჩაკეტილი საზოგა...
გიორგი მაისურაძე
4.8
ყიდვა
ჩემი მეოცე საუკ...
რევაზ გაჩეჩილაძე
9
ყიდვა
ტუალეტში საკითხ...
დათო ქარდავა
4.8
ყიდვა
სოკრატე
ირაკლი ქასრაშვილი
3.5
ყიდვა
პირადი ბიბლიოთე...
მალხაზ ხარბედია
0
ყიდვა
წმინდა წყვდიადი
ლევან ბერძენიშვილი
10.4
ყიდვა
უცნობი წიგნები ...
გიგი თევზაძე
8.3
ყიდვა
ფრიდრიხ ჰიოლდერ...
ნაირა გელაშვილი
5
ყიდვა
თანამდევი სული ...
ნოდარ გრიგალაშვილი
10
ყიდვა
თანამდევი სული ...
ნოდარ გრიგალაშვილი
10
ყიდვა
პროზისა და საკუ...
დავით ქართველიშვილი
4.2
ყიდვა
ავტოპორტრეტი წი...
ზაალ სამადაშვილი
3.9
ყიდვა
მოგზაურობა "კაუ...
ლევან ბრეგაძე
5
ყიდვა
ილია სამეგრელოშ...
ზვიად კვარაცხელია
1.5
ყიდვა
ჩემი დავით კლდი...
მაკა ჯოხაძე
2.5
ყიდვა
პოლიტიკური ჭადრ...
ალექსანდრე ჩიკვაიძე
2.99
ყიდვა
მოგონებანი გალა...
აკაკი ხინთიბიძე
1.99
ყიდვა
განდი
მოჰანდას კარამჩანდ განდი
5
ყიდვა
ფრანკო
გაბრიელა ეშფორდ ჰოჯესი
5
ყიდვა
ჩერჩილი - ნაწილ...
როი ჯენკინსი
5
ყიდვა
მარკესი
რუბენ პელაიო
5
ყიდვა
ნაპოლეონი
ალექსანდრე დიუმა
5
ყიდვა
ვაჟა-ფშაველა
გიგი ხორნაული
5
ყიდვა
ჩარლი ჩაპლინი
სტივენ ვაისმენი
5
ყიდვა
ბიტლზი
ჰანტერ დეივისი
5
ყიდვა
რუზველტი
ელიოტ რუზველტი
5
ყიდვა
მარკო პოლო
ჰენრი ჰარტი
5
ყიდვა
სერვანტესი
ნიკა აგიაშვილი
5
ყიდვა
ათათურქი
ლორდი კინროსი
5
ყიდვა
ჩერჩილი ნაწილი ...
როი ჯენკინსი
5
ყიდვა
კოკო შანელი
ანრი გიდელი
5
ყიდვა
კეისრები
გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი
5
ყიდვა
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
„როდის გადაიქცევა ხოლმე ადამიანი დრაკონად? გადრაკონების ერთი გზა ზუსტად ვიცი – როცა ადამიანი ბოროტად სარგებლობს სხვა ადამიანების ნდობით. ეს არცთუ იშვიათად ხდება. ეს ბევრჯერ მოხდა ჩვენ თვალწინ. ასე მგონია, მიზეზიც ვიცი: გვინდა თუ არ გვინდა, ხშირად ადამიანებს აღვიქვამთ, როგორც საკუთარი გარემოს ნაწილს. ცენტრში ჩვენ ვართ, ისინი კი ჩვენ ირგვლივ მიდი-მოდიან. ზოგი სიმპათიურია (ჩვენთვის!), ზოგი უსიმპათიო (ისევ ჩვენთვის!); ერთი მათგანისგან უსიამოვნებებს უნდა ველოდეთ, მეორისგან – არა; ერთი ჩვენს თანამოაზრედ მიგვაჩნია, მეორე – არა. ეს არის ხშირად შეფასების კრიტერიუმი – ჩვენი პირადი დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ. შესაბამისად, მეორე ადამიანი არსებობს იმდენად, რამდენადაც ჩვენ მას ვხედავთ; საჭიროა, რამდენადაც ჩვენ გვჭირდება, ან მავნეა იმდენად, რამდენადაც ჩვენთვისაა მავნე. ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან ადვილია გადრაკონების გზაზე შედგომა, თუკი მუდმივად ფხიზლად არ იქნები და მუდმივად საკუთარ თავს არ შეახსენებ, რომ ადამიანები არსებობენ თავისთავად, ჩვენგან და ბლოგისგან დამოუკიდებლად. მათ უფლება აქვთ, იცხოვრონ ჩვენ მიღმა ან ჩვენ წინააღმდეგ.“ (ავტორის წინასიტყვაობიდან)
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-445-05-7
სათაური:
პირველად იყო... ლაქა
ავტორი:
ია ანთაძე
გამომცემელი:
არტანუჯი
გამოცემის თარიღი:
2015
გვერდები:
280
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
2894
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
5
[0]
4
[0]
3
[0]
2
[0]
1
[0]
წიგნის შესახებ
პირველად იყო... ლაქა
ია ანთაძე
2894
ნახვა
წასაკითხი
რჩეული
4
ლარი
ყიდვა
სარჩევი
ყდა
„გვეშველება რამე?“ ანუ რა ემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას
საით მიჰყავს მას საქართველო?
საით მიჰყავს მას საქართველო?
როგორი უნდა იყოს საქართველოს ჰიმნი – მადლიანი თუ დამადლებული?
ჟვანია თუ ლორთქიფანიძე?
წრეზე ან გზაზე ზურაბ ჟვანია – სამოქალაქო საზოგადოების ლიდერი ან რიგითი მოქალაქე
საქართველოს ევროპული აისი ანუ ახლა მზე დასავლეთიდან ამოდის
რატომ არ ჩამოდის თბილისში ასლან აბაშიძე?
ედუარდ შევარდნაძე – ომისა და მშვიდობის პირისპირ
მედლის მეორე მხარე ანუ კვერცხი უფრო ადრე გაჩნდება თუ ქათამი?
პოლიტიკური სამკუთხედი: შევარდნაძე-ჟვანია-სააკაშვილი
მოგზაურობა ასლანდიაში
კლასიკის უკვდავება ანუ პოლიტიკური პრაგმატიზმი და პოლიტიკური იდეალიზმი
რისკის სტრატეგიის გენერალი
ჯელსომინოს ძიებაში
„თქვენსგამომიშისტობის“ ფენომენი
შეხვედრა
ნოეს კიდობანი
გზაზე ორი კაცი მიდიოდა
„არ დაგავიწყებ ჩემს ხმას და სახელს“
რატომ აღარ მენდობა გიგა ბოკერია?
ჯორი ისევ კუმკუმაშია
ზღვისრეთის გამგებელი
ვინც არც გატყდა და არც გაიყიდა
„დიდი ძმის“ ხრიკები
პირველად იყო... ლაქა
რაც ამერიკაში დავინახე იანეთელებს, ფეისბუკელებს და სხვებს
უგზოობაც გზაა...
როგორც იქნა, ომი წავაგეთ
არის თუ არა ჩიხში მიხეილ სააკაშვილი, ანუ ვინ იქნება შემდეგი?
როდის ჩატარდება შემდეგი არჩევნები?
სოფელი
ქაჯოდევოკრატია
„ია, მაინტერესებს, რა არის თავისუფლება?“
ზომიერება თუ გულწრფელობა?
მანიპულატორის ჰეგემონია
გამოხედვა მომავლიდან
ავთანდილის ანდერძი
ორი საფრთხე მიხეილ სააკაშვილისთვის
შეხვედრა სამშობლოსთან
„წასვლა სჯობს წარმავალისა, არ დაყოვნება ხანისა“
„ცივი“ და „ცხელი“ შეიბნენ...
მიშას ნიშა
ნდობისათვის
ქვეყანა, რომელშიც ფაქტი არ არსებობს
„გვეშველება რამე?“ ანუ რა ემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას
"ტრამვაის
გაყევი"
–
ასეთი
იყო
ჯაბა
იოსელიანის
პასუხი
დაბნეული
მოქალაქის
კითხვაზე:
"ვის
გავყვე?"
1991
წლის
31
მარტს
საქართველოში
ჩატარდა
რეფერენდუმი
იმის
გამოსარკვევად,
არის
თუ
არა
მოსახლეობა
დამოუკიდებლობის
მომხრე.
მაშინ
მთელმა
საქართველომ
ერთი
ამოსუნთქვით
დაუჭირა
მხარი
დამოუკიდებლობას,
რაც
ჩვენს
ცნობიერებაში
ნიშნავდა
რუსეთის
ორსაუკუნოვანი
მონობის
უღლისგან
გათავისუფლებას.
თავისუფლება
იწყება
იქ,
სადაც
იწყება
თავისუფლებისთვის
ბრძოლა.
ბრძოლა
კი
1991
წლის
31
მარტამდე
და
მის
შემდეგაც
არაერთი
გამოვიარეთ.
ახლა,
როდესაც
რეფერენდუმის
დღეს
8
წელიწადი
გვაშორებს
და
საქართველო
უკვე
გაეროსა
და
ევროსაბჭოს
წევრი
ქვეყანაა,
მოდით,
ვიკითხოთ:
ვართ
თუ
არა
თავისუფლები?
*
*
*
ბუნებრივია,
რომ
დღეს
ამ
შეკითხვას
და
მასზე
პასუხს
თითქმის
ვერსად
მოვისმენთ,
რადგან
სხვა
კითხვებია
აქტუალური:
"თქვენთან
ხელფასები
ხომ
არ
მოუტანიათ?"
"როდის
მიიღეთ
ბოლოს
პენსია?"
"ისევ
ნავთქურით
თბებით?"
და
ასე
შემდეგ...
უფრო
მეტიც,
ლამის
ნებისმიერ
სამარშრუტო
ტაქსში
მოვისმენთ
შევარდნაძის
ლანძღვას,
პარტიების
გინებას,
პარლამენტის
წყევლას
და
უცვლელ
შეკითხვას
–
"გვეშველება
რამე?"
ამ
შეკითხვას
უაღრესად
ყოფითი
შინაარსიც
აქვს
და
ღრმად
ფილოსოფიურიც
–
გააჩნია.
როგორ
შევხედავთ.
შედეგი
კი
ერთი
იქნება
–
ან
გვეშველება,
ან
არა.
შეიძლება,
ასეც
ვთქვათ:
თუ
მოსახლეობის
უდიდესი
ნაწილის
შემოსავლები
საარსებო
მინიმუმზე
ნაკლები
იქნა,
არ
გვეშველება;
თუ
ხალხი
არ
დასაქმდა,
არ
გვეშველება;
თუ
ხელისუფლებამ
კორუფციას
არ
მოუარა,
არ
გვეშველება;
თუ
პარლამენტმა
ლუსტრაციის
კანონი
არ
მიიღო,
არ
გვეშველება;
თუ
ჩვენივე
ჯარი
და
პოლიცია
აჯანყდა,
არ
გვეშველება:
თუ
დაკარგული
ტერიტორიები
არ
დავიბრუნეთ,
არ
გვეშველება.
რეალურია
არა
მხოლოდ
თითოეული
ამ
საფრთხეთაგან,
არამედ
უთვალავი
სხვაც,
რომელთა
ჩამოთვლა
აზრს
კარგავს.
*
*
*
შეუძლებელია,
ადამიანი
ამდენ
საფრთხეში
ცხოვრობდე
და
მუდმივად
შიშს
არ
განიცდიდე.
ზოგს
ეშინია,
რომ
პრეზიდენტს
მოკლავენ;
ზოგს
ეშინია,
რომ
კიდევ
ერთხელ
ვერ
მოკლავენ.
ზოგს
ეშინია,
რომ
ამდენ
რყევაში
საქართველო
დამოუკიდებლობას
დაკარგავს;
ზოგს
ეშინია,
რომ,
ვაითუ,
ამჯერად
გადარჩეს
და
არ
დაკარგოს
დამოუკიდებლობა.
ბევრს
შიმშილის
ეშინია.
თითქმის
ყველას
შემზარავად
ეშინია
ავადმყოფობის.
წარმოუდგენლად
საშიშია
სამსახურის
დაკარგვა,
მით
უმეტეს,
რომ
ყოველ
წელიწადს
მცირდება
თანამშრომლების
რაოდენობა
საბიუჯეტო
დაწესებულებებში.
მოსახლეობის
ერთ
ნაწილს
პასუხისმგებლობის
ეშინია,
მეორე
ნაწილს
–
უპასუხისმგებლობის.
ზოგს
პოლიციის
უსამართლობის
ეშინია,
ზოგს
–
სასამართლოს
უსამართლობის.
ბევრს
მეტროში
ჩასვლის
ეშინია,
რადგან
არ
იცის,
როდის
მოუწევს
იქიდან
ამოსვლა.
ყველაზე
ნაკლებად
ეშინიათ
სიბნელის,
რადგან,
ბოლოს
და
ბოლოს,
ადამიანი
ყველაფერს
ეჩვევა.
ყველაზე
მეტად
ეშინიათ
სიკვდილის
და
არა
ირაციონალური,
არამედ
სრულიად
ყოფითი
მოტივით:
რამდენიმე
დღის
წინ
ჩემმა
ახლობელმა
მიამბო,
რომ
მამის
გარდაცვალების
თავზარდამცემ
წუთებში
განიცდიდა
ერთადერთ
გრძნობას
–
კმაყოფილებას
იმის
გამო,
რომ
სწორედ
ამ
დღეებში
აღმოაჩნდა
იმდენი
ფული,
რამდენიც
პირველი
დღეების
ხარჯებს
გასწვდებოდა.
*
*
*
რისთვის
გვინდოდა
ჩვენ
ყველას
საქართველოს
დამოუკიდებლობა
და
ორსაუკუნოვანი
მონობის
უღლისგან
გათავისუფლება?
პარადოქსულად
ჟღერს,
მაგრამ
მონობა
ერთგვარ
დაცულობას
ნიშნავს,
თავისუფლება
კი
–
დაუცველობას
და
საკუთარ
ნაბიჯებზე
პასუხისმგებლობას.
ამიტომ,
შიშიანობაც
მეტი
იცის.
მაგრამ
მუდმივად
შეშინებული
ადამიანი
თავისუფალი
ვერ
იქნება,
ისევე,
როგორც
მუდმივად
შეშინებული
მოქალაქეების
ერთობა
თავისუფალ
ქვეყანას
ვერ
ააშენებს.
საბჭოთა
კავშირის
დროს
ჩვენ
გვქონდა
ხელფასი
–
დათქმულ
დროს,
პენსია
–
დათქმულ
დროს.
ამის
გარდა,
თითქმის
ყველა
რაღაცას
იპარავდა
და
არავის
ეშინოდა,
რადგან
ძალიან
უიღბლოების
გარდა,
საფრთხე
არავის
ემუქრებოდა
–
ასეთი
იყო
თამაშის
წესი.
ამბობენ,
რომ
კონიაკის
ერთი
ყუთით
მოსკოვში
სერიოზული
საქმეები
წყდებოდა.
არც
ბიუჯეტის
შესრულება
იყო
ჩვენი
პრობლემა
და
არც
შეუსრულებლობა.
მოკლედ,
დიდი
იმპერიული
ენერგია
იხარჯებოდა
იმისთვის,
რომ
ჩვენ
რაც
შეიძლება
მშვიდად
დაგვეძინა;
რაც
უფრო
მკვდარივით
ვიძინებდით,
მით
უკეთესი...
საყოველთაო
მოდუნების
ჟამს,
საბედნიეროდ,
მათ
შორის
აღმოვჩნდით,
ვისაც
მღვიძარების
ფასი
არ
დავიწყებია.
ქუჩაშიც
გამოვედით,
ძეგლებიც
ჩამოვყარეთ,
რეფერენდუმიც
ჩავატარეთ,
სისხლიც
დავღვარეთ.
ახლა,
საკუთარი
თავის
პირისპირ
დარჩენილები,
შეშინებულები
ვკითხულობთ:
"გვეშველება
რამე?"
რატომ?
8
თბილისი.
1993
წ.
(საქართველოს
ეროვნული
არქივი)
*
*
*
შესაძლოა,
ეს
შეკითხვა
განსაკუთრებულ
მნიშვნელობას
იძენს
ამჟამად
–
რეფერენდუმის
მერვე
წლისთავზე.
ზვიად
გამსახურდიას
მე-60
წლის
იუბილის
შემდეგ,^
1989
წლის
9
აპრილის
მეათე
წლისთავის
წინ,
1991-92
წლების
მოვლენების
შემსწავლელი
საექსპერტო
კომისიის
შექმნის
პერიოდში,
გასაკვირი
არ
არის,
რომ
უკვლებლივ
ყველა
ამ
თემათაგან
იყო
კიდეც
აქტუალური
გასულ
საპარლამენტო
კვირაში.
აქტუალური
იყო
კიდევ
ერთი
საკითხი
–
სახალხო
დამცველის
პირველი
მოხსენება
პარლამენტის
წინაშე
–
რომელმაც,
სხვა
თუ
ვერაფერი,
დააფიქსირა
მაინც