მეგი - ქართველი გოგონა
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
16171
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გრიგოლ რობაქიძე
გამომცემლობა
არტანუჯი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
გრიგოლ რობაქიძის "მეგი – ქართველი გოგონა" 1932 წელს ტიუბინგენში, რაინერ ვუნდერლიხის გამომცემლობაში დაიბეჭდა. რომანის თავდაპირველი სათაური "მედეას ნაწნავები" იყო და როგორც ჰანს ჰატო ფონ ველტჰაიმისადმი მიწერილი ბარათიდან ირკვევა, მწერალს ორიგინალის ტექსტი რუსულ ენაზე შეუქმნია. ამ ფაქტს გრიგოლ რობაქიძე შემდეგნაირად ხსნის: "მაშინ უკვე მქონდა საიდუმლო განზრახვა გერმანიაში გაპარვისა. მინდოდა გერმანული ტექსტი ხელთ მქონოდა. ჩემი მეგობარი რაინჰოლდ ჩაკერტი, რომელიც ამ წიგნის მთარგმნელად არის დასახელებული, ქართულს არ ფლობდა. ორმაგი სამუშაო რომ თავიდან ამეცდინა, ჯერ ქართულად დამეწერა რომანი და მერე რუსულად მისთვის, "მეგის" ორიგინალური ტექსტი იმთავითვე რუსულად შეიქმნა". 1934 წელს რომანის იტალიური თარგმანი გამოქვეყნდა შპერლინგ ე. კუპერის გამომცემლობაში, მილანში. მოგვიანებით წიგნი ფრანგულადაც ითარგმნა. თარგმანს მარსელ ბრიონის წინასიტყვაობა ახლდა, სადაც გამოჩენილი მეცნიერი და საფრანგეთის აკადემიის აკადემიკოსი აღნიშნავდა: "...დამოუკიდებლად მისი შინაარსისა, თხრობა თვითონ ისხამს სხეულს, იგი გადაიქცევა ცოცხალ არსებად, ერთგვარ მეორე რეალობად წიგნისა". წინამდებარე გამოცემა საშუალებას აძლევს მკითხველს, გაეცნოს რომანის სრულ ტექსტს ქართულ ენაზე. გერმანულიდან თარგმნა ნანა გოგოლაშვილმა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები