დემონი და მითოსი
რეიტინგი
4.4 / 5
ნახვა
8549
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გრიგოლ რობაქიძე
გამომცემლობა
არტანუჯი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
გრიგოლ რობაქიძის ესეების კრებული „დემონი და მითოსი“ 1935 წელს გერმანულ ენაზე იენაში, დიდერიხის გამომცემლობაში დაიბეჭდა. ამ წიგნმა, ისევე როგორც 1932 წელს იენაშივე გამოცემულმა რომანმა „ჩაკლულმა სულმა“, ევროპაში აღიარება დაიმსახურა, საქართველოში კი მათი ავტორი „ხალხის მტრად“ შეირაცხა. ჩვენში ეს კრებული, ისევე როგორც რობაქიძის ყველა თხზულება, რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ტაბუდადებული იყო. „დემონისა და მითოსის“ დახვეწილ, მაღალმხატვრული ოსტატობით შექმნილ ესეებში ნათლად იკვეთება გრიგოლ რობაქიძის ფართო თვალსაწიერი, ერუდიცია, უმაღლესი ინტელექტი, თემებისა და ინტერესთა ფართო სპექტრი. კრებულში წარმოდგენილი თხზულებების ორიგინალური, ღრმა ფილოსოფიური ნააზრევი თანამედროვე მსოფლიოს პრობლემატიკასაც აქტიურად ეხმიანება. არაა გამორიცხული, რომ მათი ქართული ტექსტებიც თავის დროზე არსებობდა (ან დღესაც არსებობდეს). „დემონისა და მითოსის“ სრული ქართული თარგმანი პირველად ქვეყნდება. გერმანულიდან თარგმნა მანანა კვატაიამ.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები