ეთნოსი და ტერორი საქართველოში
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
4643
ყველა პაკეტი
ანოტაცია
წინამდებარე მონოგრაფიული კვლევის მთავარი საკითხია ატარებდა თუ არა დიდი ტერორი ეთნიკური ტენდენციების, თუნდაც გენოციდის ნიშნებს ისეთ მრავალეროვან რესპუბლიკაში, როგორიც საქართველოა. აქ სიახლედ, პირველ რიგში, კვლევის მეთოდიკა გვევლინება. ისეთი დიასპორების წინააღმდეგ გატარებული რეპრესიები, როგორებიც არიან ბერძნები, გერმანელები, თურქები და ა. შ., განიხილება არა იზოლირებულად, არამედ სხვა ეროვნული უმცირესობების, მათ შორის აფხაზების, ოსების, იეზიდებისადმი და ა. შ. მიმართული რეპრესიების კონტექსტში. შედეგად, საქართველო წარმოგვიდგება როგორც მოსკოვთან მჭიდრო კავშირში მყოფი აქტიორი და დიდი ტერორის განმახორციელებელი, მათ შორის ტიტულოვანი ერის ჰომოგენიზაციითა და თბილისში ცენტრალური რესპუბლიკური ხელისუფლების გაძლიერებით დაინტერესებული. ამგვარად, ეს კავკასიური რესპუბლიკა არა მხოლოდ კრემლის პოლიტიკის მსხვერპლად გვევლინება, არამედ ქართული საბჭოთა-პარტიული ელიტა იყენებდა არსებულ შესაძლებლობას, რომ ძალადობის მეშვეობით დაესრულებინა თანამედროვე ქართველი ერის ფორმირება. გარდა ამისა, მკითხველს წარედგინება ავტორებსა და კვლევის შედეგებზე მოდავე ქართველ ისტორიკოსთა შორის გამართული მძაფრი დისკუსიის ამსახველი დოკუმენტები.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები