იტვირთება...

ორჯერ ორი. 2 X 2

მაია ქავთარაშვილი

8,611 ნახვა
5
(0 რეცენზია /3 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
2.7
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
სიყვარულში ორჯერ ორი სულაც არ არის ოთხი! ეს არც ახალია. რომანის გმირების ისტორიაც აცდენილია სტანდარტულ ყოფას, გათვლებს და ლოგიკასაც კი. ისინი ჯერ პოულობენ ერთმანეთს, მერე საკუთარ თავსაც კი კარგავენ და მხოლოდ ამის მიღმა ხედავენ გზას - ცხოვრების ვიწრო ბილიკს, რომელმაც სამყაროს მიღმეთში უნდა გაიყვანოს ყველა, ვინც ერთხელ მაინც მოსულა დედამიწაზე. სიყვარული, სიკვდილი, მისტიკა, ღალატი, ფული და სურვილების ასრულება, დანაშაული და უანგარო თანადგომა - ყველაფერი, როგორც ყოველთვის... და მაინც... თქვენ გელოდებათ უცნაური ფინალი. ფინალი, რომელსაც მხოლოდ თვითონ განსაზღვრავთ! როგორ? როცა მიხვალთ, იქ გადაწყვეტთ! და მეც მოუთმენლად დაველოდები ტქვენს წერილებს ;) ჩვენ ხომ უკვე შევთანხმდით - ცხოვრება და სიყვარული არა და ვერ არის ისეთივე მარტივი, როგორც ორჯერ ორი!
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
მაია ( მარინე) ქავთარაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, იმიჯმეიქერი და პრ-ტექნოლოგი... არა, ასე არა. ამჯერად არ მინდა ჩვეული რეგალიებით გაგეცნოთ - უბრალოდ გეტყვით, რომ 2015 წლის ზაფხულში, ივნისის თვეში პირველად დაიწყო ჩემი რომანი რომანებთან. რატომ, როგორ და როდემდე - ეს არ ვიცი! უბრალოდ დავჯექი, დავალაგე კლავიატურაზე თითები და დავიწყე - ვწერდი ყოველდღე. ვწერდი ღამეც და ვწერდი გაუჩერებლად მთელი ერთიო თვე... ვწერდი და ვუზიარებდი ჩემს მეგობრებს. ისინი აღფრთოვანებულ კომპლიმენტებს არ იშურებდნენ და მეც ვაგრძელებდი. ასე დაიწერა ეს ჩემი პირველი რომანი - „ორჯერ ორი“ - მისტიური ამბავი ორ განზომილებაში... დღეს ის თქვენს სამსჯავროზე გამომაქვს. რომანს არ გაუვლია რედაქტორის მახვილი მზერის ქვეშ. მეტსაც გეტყვით - მე ის არ გადამიკითხავს. უბრალოდ არ შემიძლია, სანამ თქვენ მას არ წაიკითხავთ! თითქოს ასეთია კარნახი იქიდან, საიდანაც ეს რომანი დამაწერინეს. გამოგიტყდებით და, სხვას უკვე ზაფხულის მერე ვერაფერს ვუდებ გულს - მხოლოდ ვწერ! უ მაქვს ამის გარდა ოთხი რომანი. ორი რუსულ ენაზე. ასევე ლექსები რუსულად და ქართულად. ვამზადებ ზღაპრებს. ასე მგონია, ზღაპარს გიყვებით და ეს მე არ ვარ - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ტექნოლოგი, ტრენერი და საერთოდ, ერთდროს ძალიან დალაგებული, საქმიანი და მოუცლელი. დღეს კი მხოლოდ რომანებსა და ლექსებზე გადართული ბილინგვისტი მწერალი, თუ პოეტი, თუ უბრალოდ დროებით, დროსა და სამყაროს სიჩუმეში გაჩერებული მე!
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ორჯერ ორი. 2 X 2
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2015
კატეგორია:
რომანი
ნახვები:
8611
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(3) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]