რედაქტორის გვერდი დიდი შიმშილობა
დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუფიქრდები, 90-იანი წლების ბავშვები წიგნებმა და კითხვამ გვიხსნა. გვიხსნა არაფრის კეთებისგან, მოწყენილობისგან, ერთფეროვნებისგან. არ იყო კინო, ტელევიზია, თეატრი, გასართობი ცენტრები, მაგრამ იყო წიგნები და ისინი ყველაფრის მაგივრობას გვიწევდნენ. მე რეგიონში გავიზარდე და კარგად მახსოვს, რომ მაშინდელი საზოგადოება წიგნებს ნამდვილად კით ხულობდა. ხშირად იკრიბებოდნენ, საუბრობდნენ და ამ საუბრებში ახალწაკითხულ წიგნებს ადგილი ნამდვილად ეთმობოდა. ბავშვები კი სპექტაკლებს დგამდნენ, სცენარებს წიგნებიდან იღებდნენ და ამუშავებდნენ. მერე ეპა ტიჟებოდნენ მშობლებს, იმართებოდა უბნის კონცერტები... იმიტომ, რომ სხვა გასართობი არ იყო. უშუქობისას დრო რაღაცნაირად უნდა გასულიყო, წიგნები კი ყველას ჰქონდა - არც დენს ითხოვდნენ, არც ნავთს და არც საჭმელს. იქნებ თვითგადარჩენის ინსტიქტი მუშაობდა? რომ დეპრესიას არ მოვეცვით, ძალები, ინსტიქტები, ინტელექტი არაფრის კეთებისგან არ დაგვჩლუნ გებოდა, რომ მხოლოდ ფიზიკური შრომ აში არ გასულიყო დღეები და მოვმზდებულიყავით მომავლისთვის, იმ დროისათვის, როდესაც დენიც იქნებოდა, ტელევიზიაც და ინტერნეტიც. გავიდა დრო და ჯერ კიდევ 90-იანებში, წიგნებს კონკურენტი გამოუჩნდა - საზოგადოების უმეტესი ნაწილი სერიალებმა მოსწყვიტა წიგნებს და საბჭოთა დროიდან შემორჩენილ, პატარაეკრანიან ტელე ვიზორებს მიაჯაჭვა. სერიალები არ იყვნენ წიგნებივით უპრეტენზი ოები - მათ დენიც სჭირდებოდათ, ტექნიკაც და დროც. თან ისეთი მომხიბვლელები ჩანდნენ, ისეთი უცხოები, ისე ახლოს ნანატრ ამერიკულ თუ ევროპულ კ ულტურასთან... ვიღაცამ გენერატორი შეიძინა, ვიღაცამ ავტომობილის აკუმულატორს მიუერთა ტ ე ლევიზორი. ხოლო მან, ვისაც არც გენერატორი ჰქონდა და რაც აკუმულატორი, მეზობელთან გადასვლა დაიწყო, საღამოობით, ზუსტად რვა საათზე - იმ დროს, როდესაც გადიოდა „ ველური გული “ , „ კასანდრა “ ... გენერატორიან ოჯახებში ნამდვილი კონოჩვენებები იმართებოდა. მთავრდებოდა ერთი და იწყებოდა მეორე, იყო ვნებათაღელვა, ერთი ოხვრა და ვიშვიში, ნერვულობა სერიალის გმირების ბედ- იღბალზე. წიგნი მიივიწყეს, ვიღას ახსოვდა, როდესაც სერიალი იპყრობდა ჩვენი საზოგადოების გულებს და სულებს. სერიალებს იმდენი ძალისხმევა ნამდვილად არ სჭირდებოდა, რაც წიგნებს, არც ფანტაზიის თუ გონების დაძაბვა წაკითხულის წარმოსახვისთვის, არც ლამფის შუქზე თვალების „ თხრა “ . სად მაქვს წიგნების ნერვები, რა წამაკითხებს მაგდენს, რაღა დროს წიგნებია - ამბობდნენ და საათს შესცქეროდნენ, რომ ზუსტად რვის ნახევრისთვის გადასულიყვნენ მეზობელთან და მიეღოთ ის, რასაც აქამდე წიგნებით იღებდნენ: ყოველდღიურობიდან მოწყვეტა, თავგადასავლები და რა თქმა უნდა, ადრენალინი. სერიალების ადრენალინი ერთი შეხედვით უფრო მძაფრი და ძლიერი ჩანდა, ვიდრე წიგნებისა, მაგრამ ისე დიდხანს არ მიჰყვებოდა მაყურებელს, როგორც წიგნის მიერ გამოწვეული შეგრძნებები. მხოლოდ იმ დრომდე იყო საკმარისი, სანამ მეორე სერია დაიწყებოდა, ანუ მეორე დღის 8 საათამდე. სწორედ ეს იწვევდა მიჯაჭვულობას. და დაიწყო სერიალების დიდი ეპოქა. წიგნებმა მოიწყინეს და მტვრით დაიფარნენ. საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ სერიალების ყურება უკვე ჩვევად იქცა, ყოველდღიურობის განუ ყოფელი ნაწილი გახდა, თავისი ფსევდოგრძნობებით, ფ სევდოგმირობებით თუ ფსევდოსიყვარულით. მას შემდეგ 25 წელი მაინც გავიდა, მაგრამ სერიალებს ისევ უყურებენ, ისევ იღებენ მათგან ადრენალინს. ბრაზილიური, არგენტინული, რუსული, თურქული, ინდური - სერიალების წარმომავლობა მუდამ იცვლება, ხარისხი კი უფრო და უფრო ეცემა. უკვე 25 წელია, ამით იკვებება საზოგადოების არცთუ ისე პატარა ნაწილი. ამით იღებს იმ სიამოვნებას, რაც წიგნის კითხვისგან უნდა მიეღო, და ამაში უდიდეს როლს ის ტელეარხებიც ასრულებენ, სადაც სანთლით საძებნელია ინტელექტუალური გადაცემები, სერიალები კი უთვალავი და ნაირ-ნაირი.
საკითხი გამოსაკვლევია - რა დამართა ამ სერიალებმა, როგორ განავითარა ან არ განავითარა საზოგადოება; რა გავლენა მოახდინა ჩვენზე, რა შეცვალა, რა დაგვიტოვა და საითკენ მივყავართ. სერიალებს ყველგან უყურებენ - თბილისშიც და რეგიონებშიც, თუმცა განსხვავება ის არის, რომ თბილისში არჩევანის საშუალება არსებობს: ყოველდღიურად რაღაც ხდება, წიგნისკენ გახედვაც რომ არ გინდოდეს, იმდენი წიგნის მაღაზია, წიგნის რეკლამა, პრეზენტაცია თუ სიახლეა, რომ ადამიანს დააფიქრებს - იქნება მეცადა წაკითხვა. თან თითქოს მოდურიც კი გახდა კითხვა, ტექნოლოგიების ასე მოყვარული თინეიჯერებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, ელექტრონული წიგნები და მათი წამკითხავი ტაბლეტები არსებობს, რაც უფრო მიმზიდველს ხდის კითხვის პროცესს. წერენ ბლოგებზე, სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ საკუთარ შეფასებებს, მოსაზრებებს წაკითხული წიგნების შესახებ... რა ხდება ამ მხრივ რეგიონებში? სრულიად არაფერი. პატარა ქალაქებში ან სოფლებში კულტურული ცხოვრება მკვდარია, არ არსებობს. სამაგიეროდ, გაცხოველებულია ტელევიზორის კულტი. ნებისმიერ საშუალო შესაძლებლობების მქონე ოჯახს აქვს ანტენა ან ციფრული ტელევიზია, აქვს ინტერნეტი, რომელიც ასევე საყვარელი სერიალის