ორი თავგადასავალი. ნაწილი II

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

5878

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

თრილერი, რომელიც თქვენ თვალწინ გათამაშდება, ტექსტი, რომელსაც ცხელ კვალზე გაჰყვებით! გიორგი კეკელიძის ახალი რომანი წერის პროცესში, სამშაბათობით, მხოლოდ saba.com.ge-ზე გამოქვეყნდება და მწერლის გმირების საინტერესო და ფათერაკიან ლიტერატურულ სამყაროში გამოგზაურებთ. სოფლიდან თბილისში ჩასული ნიჭიერი ბიჭი კრიმინალურ დაჯგუფებას შექმნის. ის ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობს, ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობს, ქართველი რომანტიკოსების ლექსები იცის ზეპირად, მაგრამ არც მას, არც მის მეგობრებს ფული არ აქვთ. ამ პრობლემის გადასაჭრელად კი, ფორმულებს იარაღი ჯობს. ასე იქმნება კრიმინალური საძმო, რომელიც ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებისგან შედგება. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მთავარ გმირს ბავშვობისას მონასმენი ფრაზა: ,,მთვარეზე კოოპერატივის გახსნა'' აეკვიატება და მთელი ცხოვრება აწვალებს, როგორც მიუწვდომელი საქმე.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაგიორგი კეკელიძის წიგნები
გვერდები13
გამოცემის წელი2015