ამერ-იმერი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
2755
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ანთოლოგია *
გამომცემლობა
ვაჟა ჩორდელი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალი “ამერიმერი” ჟურნალ “ამერიმერი”-ს პირველი ნომერი 2012 წლის ბოლოს დაიბეჭდა! რა უძღოდა ამას წინ! პირველყოვლისა, ის, რომ წინა ხელისუფლებამ მთლიანად მოიძულა ქართული მწერლობა, დაიხურა ლიტერატურული ჟურნალები, გამომცემლობები. მწერლობა, როგორც რაჭველები იტყვიან, ოლოლიკზე დარჩა! აი, მაშინ გადავწყვიტე, (ჭარმაგობაში კი ვარ შესული, მაგრამ...) ყველა დახურული ჟურნალი გამეერთიანებია და მწერლობისთვის იმედი ჩამესახა, დღეს თუ არა, ხვალ მოვიდოდა ხელისუფლებაში ერთი კაცი მაინც, რომ გაიხსენებდა დიდი კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებს: “ხელისუფალი, რომელიც მწერალს არ უსმენს, მისი ბოლო ჩანასახშივე მკვდარიაო!” მე, ვაჟა ჩორდელი, ამ ჟურნალის დამფუძნებელი, პროექტის ავტორი, გამომცემელი და მთავარი რედაქტორი ცოტა გრძელი და საინტერესო ბიოგრაფიის მწერალი გახლავართ: უპირველეს, ოთხი ათეული წლის განმავლობაში, ორ-ორჯერ ვმუშაობდი “ცისკრისა” და “მნათობის” რედაქციებში პასუხისმგებელი მდივნის თანამდებობაზე. “ამერიმერი”-ს მომზადებაში გვერდით მიდგანან თანარედაქტორები! ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვმუშაობთ, ვბეჭდავთ 320 გვერდიან ფერადი ყდითა და მხატვართა ფერადი ჩანართებით გაწყობილ ჟურნალს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჟურნალს გვერდით უდგას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი, ილია II. ყველა ნომერი მისი უწმიდესობის ქადაგებებით და ეპისტოლეებით იხსნება, რაც ძალას გვმატებს, ყოველი ახალი ნომერი წინაზე უკეთესი გავაკეთოთ! ძვირფასო მკითხველო, როცა ჟურნალს წაიკითხავთ, უმალ მიხვდებით, რომ რედაქცია პირუთვნელია! პირველ ნომერში დაიბეჭდა ავთანდილ სიხარულიძის წერილი _ “ვედრება საქართველოს გადარჩენისთვის”. შემდეგ ნომერში (ყველა ნომერს დავდებთ თანდათან!) დაიბეჭდა ამავე ავტორის წერილი _ “კარგი კაცის დალოცვა მადლია, მაგრამ ცუდი კაცის დაწყევლაც არ არის ცოდვა!” (ეს სიტყვები აკაკი წერეთელს ეკუთვნის!) დღემდე გამოცემულ ჟურნალის ფურცლებზე სამასამდე ავტორი დაიბეჭდა: პროზაიკოსები, პოეტები, მთარგმნელები, კრიტიკოსები, ესეისტები, დრამატურგები, პუბლიცისტები, ენათმეცნიერები და სხვა. ავტორების ჩამოთვლა თქვენთვის მოგვინდვია, როცა თქვენი თვალით იხილავთ ჟურნალს. აღსანიშნავია,რომ ნომერში დაბეჭდილია ოცდასამი წლის კრიტიკოსის, ლევან ბებურიშვილის ვრცელი წერილი - მწერლობის "მოთვინიერება" გრძელდება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო! ჟურნალი მომდევნო ნომერში იწყებს ჯემალ დავლიანიძის ვრცელ რომანს _ “მწარე გაკვეთილები _ ევროამერიკა, რუსეთი და საქართველო”. (დოკუმენტური რომანი, ანუ მოთქმა და ზარი მგლოვიარე). რომანი მეოცე საუკუნის დასასრულსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში დატრიალებულ მოვლენებს ასახავს. ჟურნალი ხშირად უთმობს საკმაო ადგილს საქართველოდან უცხოეთში გადახვეწილ მწერლებისა და ჟურნალისტების შემოქმედებას! დაბეჭდილი გვყავს და კიდევ ვბეჭდავთ დებიუტანტ პოეტებს, პროზაიკოსებსა და მხატვრებს. ჟურნალი მცირე შემწეობებითა და პირადი სახსრებით გამოდის! ტირაჟის უმეტეს ნაწილს საჩუქრად ვურიგებთ ბიბლიოთეკებსა და იმ მკითხველებს, ანუ მრევლს, რომლებიც თანადგომას გვიცხადებენ! ყველაფერი კარგად იქნებაო, ნათქვამია! იმედით ცოცხლობს ადამიანი! გაცნობის წერილს ილია მართლის სიტყვებით დავამთავრებ: “ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია!” ჟურნალ “ამერიმერი”-ს გამომცემელი და მთავარი რედაქტორი მწერალი ვაჟა ჩორდელი 593 32 47 12
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები