მცირე პროზა

რეიტინგი

4.2 / 5

ნახვა

7099

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

"მერვე წელია, რაც თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ–მუზეუმის თაოსნობითა და ორგანიზებით ტარდება ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის „მცირე პროზა“. იდეის წარმოშობა თავად სტუდენტების თხოვნამ და განსაკუთრებულმა სურვილმა განაპირობა. თავიდან მუზეუმის მესვეურთა მხრიდან მოთხოვნები იყო მოკრძალებული ამ პროექტისადმი, ანუ წიგნიერი, წიგნის მოყვარული ახალგაზდების წარმოჩენა, მათი წახალისება. შედეგი კი სხვა მივიღეთ.წლიდან წლამდე იზრდებოდა ახალგაზრდების ინტერესი ამ კონკურსის მიმართ, იზრდებოდა მათი ჩართულობა და შემოტანილი ნაწარმოებების მხატვრული დონე. „მცირე პროზის“ კონკურსმა მოგვიტანა ახალი სახელები ქართულ მწერლობაში. მათ სახელებს ვხვდებით სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსებშიც. ისინი ყველგან წარმატებულები არიან. მათი ნაწარმოებები იბეჭდება ცნობილ ლიტერატურულ ჟურნალებში(„ლიტერატურული პალიტრა“, „ჩვენი მწერლობა“); წელს კი გამარჯვებული ნაწარმოებები დაიბეჭდება ჟურნალ „ანეულში“, დიდი მადლობა ჟურნალის ხელმძღვანელობას ამ შემოთავაზებისთვის. ჟიურის მკაცრი მოთხოვნით საკონკურსო ნაწარმოებები წინასწარ გამოქვეყნებული კონკურსის პირობების მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ნაწარმოები უნდა იყოს მცირე პროზაულ ჟანრში შესრულებული მოთხრობა, ესსე, ნოველა ან ჩანახატი. ამ ყველაფერს თავად კონკურსანტი ირჩევს. თემა თავისუფალია, შეზღუდვების გარეშე. ბოლო ორი წელია, ამ ლიტერატურულ ჟანრს დაემატა პუბლიცისტიკა, რაც ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბების კარგ შესაძლებლობას გვაძლევს. გამარჯვებულთა დაჯილდოების დღეს ტრადიციად იქცა კონკურსის მონაწილეთა წარმოჩენა სხვა კუთხითაც. ეწყობა მათი ნამუშევრების გამოფენები, კონცერტები , რასაც ისინი დიდი ენთუზიაზმით აკეთებენ. დაბოლოს, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ამ კონკურსის მხარდამჭერებს: თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურს, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრს, კომპანიებს–გალფს და სილქნეტს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ქალაქის მთავარ ბიბლიოთეკას, მხატვარ ნატო სირბილაძეს, ჟურნალ „ანეულს". პროექტის ავტორი და მუზეუმის დირექტორი ნინო ელიზბარაშვილი

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაბარათაშვილის სახლ-მუზეუმი
გამოცემის წელი2015