ფრანგული შანსონი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

5546

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ ომისშემდგომ პარიზში ფრანგული სიმღერა ახალ ფრთებს ისხამს: დგება ავტორ-კომპოზიტორ-შემსრულებელთა ხანა. ხალხი აწყდება სენის მარცხენა სანაპიროს კაბარეებს, სადაც შანსონიეები გამომწვევ და „მიუღებელ“ სიმღერებს ასრულებენ. ეს მომღერლები, უპირველეს ყოვლისა, პოეტები არიან, უპირატესობას ანიჭებენ ტექსტს და ზღვარს შლიან პოეზიასა და სიმღერას შორის. სწორედ ამ დროს ვხედავთ ჟორჟ ბრასენსის ნიჭის სრულ გამოვლინებას, ლეო ფერეს ლირიკული ექსპრესიის მწვერვალს, ჟაკ ბრელის ხელოვნების „კრეშენდოს“, სერჟ გენსბურის ექსტრავაგანტური ფენომენის დაბადებას და ბორის ვიანის შემოქმედების აპოგეას. მათ შექმნეს ფრანგული სასიმღერო ტექსტის ახალი ერა. ისინი დღემდე შთააგონებენ თაობებს. წინამდებარე წიგნი ამ ავტორთა შანსონების თარგმანების კრებულია.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-458-72-9
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები144
გამოცემის წელი2015