იტვირთება...

სისხლით ქურდი

სოფია ბერულავა

1,972 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
1
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ნატალია დომინგესი, გოგონა ღარიბი ოჯახიდან მდიდარ ადამიანთა ხელში ხვდება. მამა პოლიტიკოსების წრეში ტრიალებს, ბიძამისი კი ცნობილი კომისარია. მაგრამ სისხლი მაინც თავისას სჩადის. ის მშობლების მსგავსად ქურდი ხდება, „სისხლით ქურდი“. მისი სახელი კრიმინალურ სამყაროში ცნობილია როგორც „ღამის ქალი“, რომელიც კვირაში ერთხელ ღამის საათებში ძარცვებზე გადის ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებში. მისი მსხვერპლნი მდიდარი ადამიანები არიან, როგორც მამაკაცები ასევე ქალებიც. ნაძარცვი საქონელით შეძენილი თანხა მთლიანად ობოლ ბავშვთა თავშესაფარში მიაქვს. მისი ორმაგი თამაში, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ყოველნაირ ზღვარს სცილდება. კომისარ ანხელ დომინგესს „ღამის ქალის“ გამოსაჭერად არც ერთი სამხილი არ გააჩნია, რადგან კომისრის ყოველი გადადგმული ნაბიჯი „ღამის ქალმა“ თითქმის დეტალურად იცის. ნატალია დომინგესს ოჯახში და სამეგობრო წრეში იცნობენ როგორც კეთილ, სათნო, მშვიდ და გულუბრყვილო ადამიანად, როდესაც სინამდვილეში სულ სხვა ადამიანია, რადიკალურად განსხვავებული ორმაგი ცხოვრებით მოთამაშე. ის სინამდვილეში თვალთმაქცი, დაუნდობელი და სასტიკია. თავისი მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე იხევს. მისთვის შიში და სინანულის გრძნობა არ არსებობს. ის იმდენად დაუნდობელია, რომ საკუთარ ბიძასაც არ ინდობს, რომელიც კომისრად მუშაობს და „ღამის ქალის“ საქმეს იძიებს, მოსაკლავადაც კი იმეტებს. მისი პირადი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, ის სასტიკი შურისმაძიებელი ხდება. მიზნის მისაღწევად, ის მშობლების დახვრეტაში მონაწილე, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრის ხუან-მიგელ კასერესის ოჯახში შეაღწევს, როგორც მისი რძალი. მას მიზნად დასახული გეგმები შურისძიების სახელით სისრულეში მოჰყავს. კასერესები წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის ისჯებიან. ნატალია დომინგესი მათ მიმართ უმოწყალოა.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ბანკის ძარცვას შეეწირნენ ცოლ-ქმარი დომინგესები. სამართალდამცავები მათ სასტიკად გაუსწორდნენ. ქალი სპეცოპერაციის აყვანისას დაჭრეს, შემდეგ კი მოგვიანებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის ბავშვს ელოდებოდა. შვილის გადარჩენა ექიმებმა მოახერხეს, დედის კი ვერა. მამაკაც დომინგეს კი სიკვდილით დახვრეტა მიუსაჯეს. მათი შვილი ნატალია მდიდარმა ოჯახმა იშვილა, ისევ დომინგესებმა. მას მხიარული და უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა. დომინგესები მას მას არაფერს აკლებდნენ. ის მათ ოჯახში ერთადერთი ქალიშვილი იყო. აგრეთვე ნატალიას ჰყავდა ახალგაზრდა ბიძა, მასზე ცამეტი წლით უფროსი, რომელიც ძმისშვილს ყოველთვის ანებივრებდა. მათი ურთიერთობა და-ძმური იყო. ბავშობიდანვე ზრუნავდა ანხელი ნატალიაზე. ბაღში და სკოლაში მას დაჰყავდა, სასკოლო ღონისძიებებზე და პიკნიკებზე სულ ერთად დადიოდნენ. ასე ხდებოდა მანამ სანამ ნატალია ჩვიდმეტი წლის არ გახდა. როდესაც ნატალიას ჩვიდმეტი წელი შეუსრულდა ანხელმა ცოლი შეირთო და საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. ნატალია მოულოდნელად მარტო აღმოჩნდა, ისე რომ გვერდით ბიძამისი აღარ იყო. მას მისგან შორს ყოფნამ ყველაფრის მიმართ ხალისი დაუკარგა. ნატალიამ აღარც კი იცოდა მარტო როგორ ეცხოვრა. ერთ თვიანი დეპრესიის შემდეგ ნატალიამ გადაწყვიტა თავისი ცხოვრება რადიკალურად შეეცვალა. მან დაიფიცა, რომ მას ვერავინ მოერეოდა და ის ძლიერი გახდებოდა. მთელი ხუთი წელი ის თავისი ახალი იმიჯის შესაქმნელად მუშაობდა და თან სასწავლებელში სწავლობდა. მან პროფესიად დიზაინის ხელოვნება აირჩია. პარალელურად გეგმის მიხედვით მას ყოველ დღე სხვადასხვა ხელოვნების სასწავლებელში უნდა ევლო. ის ერთდროულად სწავლობდა იარაღის გამოყენებას, კარატეს, წყალში ცურვას, მანქანის და მოტოციკლის სწრაფად ტარებას და სამსახიობო სკოლაშიც დადიოდა. ოცდაორი წლის ნატალია დომინგესი ორმაგი ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას. მისი ერთი მხარე ნათელია, მეორე კი ბნელი. ნათელ მხარეში ნატალიას იცნობენ, როგორ ახლგახზრდა დიზაინერს რომელმაც შექმნა საკუთარი პატარა ატელიე, სადაც კაბების შექმნითაა დაკავებული. ის კეთილი, ყურადღებიანი, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანია. ნატალია ოჯახშიც მშვიდია. მას ობოლთა ბავშვთა თავშესაფარში უყვარს სიარული. ის ცდილობს ყველაფრით დაეხმაროს მათ. კვირაში ერთხელ ტანსაცმლებით და სურსათ-სანოვაგით დატვირთული მიდის მათთან და მთელ დღეს იქ ატარებს ბავშვების გარემოცვაში. ნატალიას საყვარელი ძიძა ჰყავს, რომელსაც მარია ჰქვია. ის ძიძასთან ძალიან ახლოსაა და მშობელ დედაზე გაცილებით მეტად უყვარს. ის პატარობიდანვე მარიას გაზრდილია. მარია ნატალიას ერთგული მეგობარიცაა. მას მარიასგან არაფერი აქვს დამალული. მან ნატალიას ბნელი მხარის შესახებაც იცის. ნატალიას ბნელი მხარე კი ნათელისგან ძალიან განსხვავდება. ის ღამის საათებში, როდესაც სახლში ყველას სძინავს, სახლიდან იპარება და ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებში ჩადის „ღამის ქალის“ სახელით და მდიდარ, შეძლებულ ადამიანებს ძარცვავს. ის მსხვერპლს ძარცვამდე რამოდენიმე დღით ადრე არჩევს, მის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას იძიებს და ბევრს რამეს სწავლობს. აგრეთვე, არიან შემთხვევითი მსხვერპლებიც. „ღამის ქალის“, იგივე ნატალია დომინგესის ძარცვების საქმეს ხელს კომისარი ანხელ დომინგესი ჰკიდებს. ის თავის ცოლთან ერთად საფრანგეთიდან საცხოვრებლად ესპანეთში ჩამოდის. ნატალია საკუთარ ბიძას უპირისპირდება. ის რამოდენიმეჯერ „ღამის ქალის“ სახელით კომისარს საქმიდან ჩამოშორებას ურჩევს. ამავე დროს მან კომისრის თითქმის ყოველი გადადგმული ნაბიჯის შესახებ იცის. ის იმდენად დაუნდობელია, რომ ბიძას შანტაჟს უწყობს „ღამის ქალის“ სახელით და საკუთარი ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრება. ის იმდენად სასტიკია, რომ საკუთარ ბიძას ხაფანგში იტყუებს და ტყვიით განგმირავს, მშობელ მამას კი თვალწინ მანქანას უფეთქებს. ის თავისი მიზნის მისაღწევად ყველას ზედ უვლის. მისთვის უცხოა შებრალება, თანაგრძნობა, სიბრალული და გულის ტკივილი. ამავე დროს ნატალია იგებს, რომ ის და ბიძამისი, ორივენი ნაშვილები არიან. მისთვის მეტისმეტად მტკივნეული ხდება ამ ყველაფრის შეგუება. მიუხედავად ანხელთან დაპირისპირებისა, მას ძალიან უყვარს ბიძამისი. ის საკუთარ და ანხელის წარსულს გამოიძიებს, და კვალი მას ხუან-მიგელ კასერესზე მიიყვანს. ნატალია ღვიძლი მშობლების დახვრეტაში მონაწილზე პირზე ხუან-მიგელ კასერესზე იწყებს შურისძიებას. ის მიზნად ისახავს მათ ოჯახში შეღწევას. ნატალია ხუან-მიგელის შვილს ანტონიო კასერეს დაუახლოვდება და ცოლადაც მიჰყვება მას. ნატალია დომინგესი მათ სასტიკად უსწორდება. ხუან-მიგელი მტრის ხაფანგში ებმევა და პარალიზებული ჯერ საავადმყოფოში ხვდება, მერე კი „ღამის ქალი“ მას იტაცებს და მისგან გამოსასყიდს ითხოვს. მალევე ხუან-მიგელის ცოლი „ღამის ქალის“ მიერ ნაცემი საავადმყოფოში აღმოჩნდება. ამაზე არ ჩერდება ნატალია დომინგესი და ანტონიო კასერესს სასმელში სულ მუდამ ნარკოტიკებს ურევს. ნატალიას შეჩერება ყოვლად შეუძლებელია. ის თავისი საქმის ოსტატია. ნატალიას ამ ბნელ მხარეს ვერავინ ამჩვნევს გარდა მარიასი, რომელმაც ნატალიას ყველა დანაშაულის შესახებ იცის. მიხედავად მარიას დიდი თხოვნისა ის შურისძიებაზე და „ღამის ქალის“ ძარცვებზე ხელს არ იღებს და ისევ განაგრძობს თავისას. რაც დრო გადის მით უფრო მეტად იძაბება ანხელისა და ნატალიას შორის ურთიერთობა. ბიძა და ძმისშვილი ერთმანეთს ვერ უგებენ. ყოველ ჯერ შეხვედრისას ერთმანეთს ეკამათებიან და ერთმანეთში ვერ რიგდებიან. ნატალიას სულ თავის დაცვაშია და უკან არაფერზე იხევს.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
სისხლით ქურდი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2015
კატეგორია:
რომანი
ნახვები:
1972
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]