იტვირთება...

დაბერების ხელოვნება

ვოლფგანგ კლეეშპიზი, ფრიც რიმანი

2014 წელი | წიგნი+ერი
5,246 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
4.5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
XX საუკუნის ევროპულ ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ავტორის, ფრიც რიმანის დაუსრულებელი ნაშრომი "დაბერების ხელოვნება" მისმა კოლეგამ ვოლფგანგ კლეეშპიზმა 1981 წელს განავრცო და დაასრულა, რის შემდეგაც ეს წიგნი არაერთხელ გამოიცა. "შიშის ძირითადი ფორმების" ავტორის ეს ნაწარმოებიც არანაკლებ მნიშვნელოვან და მწვავე ფსიქოლოგიურ პრობლემებს ეხება. ადამიანი ცხოვრების თითოეულ ეტაპზე გარკვეულ ასაკობრივ "როლს" თამაშობს და აუცილებელია, მისი შინაგანი მდგომარეობა და თვითაღქმა მის ასაკსა და ოჯახურ თუ საზოგადოებრივ მდგომარეობას შეესაბამებოდეს. ძალზე ხშირად ადამიანს სწორედ იმის გამო ექმნება ფსიქოლოგიური პრობლემები, რომ ის სწორად ვერ ირგებს "როლს", ანდა შეუმზადებელი ხვდება მის ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს. რიმანის წიგნი ასწავლის შუა ხანს მიღწეულ ადამიანებს, თუ როგორ მოერგონ ახალ სტატუსს, რა ახალ უპირატესობებს სთავაზობთ მათ მოახლოვებული სიბერე და რისი დათმობა მოუწევთ ახალგაზრდობასთან გამოთხოვებისას. როდესაც ადამიანი საკუთარ ასაკს შეგნებით ეკიდება და შემზადებულია ახალ ცხოვრებისეულ ეტაპზე გადასასვლელად, მაშინ თაობებს შორისაც მშვიდი და ჰარმონიული ურთიერთობა მყარდება. წიგნი ბევრ მნიშვნელოვან რამეს გვამცნობს ასაკოვანი ადამიანების ურთიერთმიმართებაზე მათ ზრდასრულ შვილებსა და შვილიშვილებთან. წიგნში გაანალიზებულია ის, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ადამიანებსა და საზოგადოებას სიბერესთან ამა თუ იმ ეპოქაში და როგორ შეიცვალა ამ მხრივ ვითარება თუმდაც XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე. აღსანიშნავია ის მოწიწება, რითაც წიგნის ავტორები ადამიანის შინაგან სამყაროს ეკიდებიან. ისინი ადამიანის ფსიქიკისადმი ზიგმუნდ ფროიდის მატერიალისტურ, მეტისმეტად გამარტივებულ მიდგომას აკრიტიკებენ და, კარლ გუსტავ იუნგის მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, აღიარებენ, რომ ადამიანის სულიერ სფეროში, ისევე, როგორც ზოგადად სამყაროში, მუდამ რჩება იდუმალი მხარე, რომელიც ანალიზს არ ექვემდებარება. ამ საიდუმლოს შეცნობა არ ძალგვიძს, მას პატივი უნდა მივაგოთ. "დაბერების ხელოვნება" უდაოდ იმ წიგნების რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც სასურველია ყველამ წაიკითხოს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
9789941934957
სათაური:
დაბერების ხელოვნება
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2014
მთარგმნელი:
თამარ კოტრიკაძე
გვერდები:
300
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
5246
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]