3 რომანი
რეიტინგი
4.8 / 5
ნახვა
8799
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გრიგოლ რობაქიძე
გამომცემლობა
არტანუჯი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
გრიგოლ რობაქიძის ეს სამი რომანი, ისევე როგორც მისი წიგნების უმეტესობა, პირველად ევროპაში, გერმანულ ენაზე გამოიცა. „მეგი – ქართველი გოგონა“ (მთარგმნ. ნანაგოგოლაშვილი), „ქალღმერთის ძახილი“ (მთარგმნ. დალი ფანჯიკიძე) და „მცველნი გრალისა“ (მთარგმნ. თამარ კოტრიკაძე) საკმაოდ სოლიდურმა გამომცემლობებმა დაბეჭდეს, რამაც ხელი შეუწყო ქართველი მწერლის პოპულარობასა და დამკვიდრებას იმდროინდელ ლიტერატურულ სამყაროში. „არტანუჯმა“ საგამომცემლო პროექტ „უცნობი გრიგოლ რობაქიძის“ ფარგლებში მოიძია და თარგმნა ქართველი მწერლის გერმანულენოვანი ტექსტები – რომანები, ნოველები, ესეისტიკა. თვალსაჩინო მთარგმნელების დახმარებით შევეცადეთ მკითხველისთვის მიგვეწოდებინა გრიგოლ რობაქიძის ღრმა და ორიგინალური სამყარო და შეგვენარჩუნება მისი ენობრივი თავისებურებები. რაც შეეხება ამ სამ რომანს: საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ გრიგოლ რობაქიძემ თითქმის ერთი საუკუნის წინ შესძლო ცივილიზებული მსოფლიოსთვის გაეცნო კავკასია, ურთულესი რეგიონი, თავისი პოლიტიკური და კულტურული ცხოვრებით, მდიდარი წარსულითა და ტრადიციებით, რელიგიურ-ეთნიკური მრავალფეროვნებითა და იმპერიის დამანგრეველ ძალასთან შეუპოვარი ბრძოლით.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები