შვიდი საღამო
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
11218
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ხორხე ლუის ბორხესი
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ამ წიგნში შესულია ხორხე ლუის ბორხესის მიერ 1977 წლის ზაფხულში, ბუენოს-აირესში, კოლიზეუმის თეატრში წაკითხული შვიდი ლექცია. დიდი მწერალი გვესაუბრება დანტეს „ღვთაებრივ კომედიაზე“, „ათას ერთ ღამეზე“, ბუდიზმზე, პოეზიაზე, კოშმარზე, კაბალაზე, სიბრმავეზე... ძალზე საინტერესოდ, ცოცხლად გვიზიარებს მოსაზრებებსა და შთაბეჭდილებებს და გვიღვიძებს სურვილს, წავიკითხოთ ან გადავიკითხოთ ლიტერატურული შედევრები, დავფიქრდეთ იმაზე, რაზეც არ გვიფიქრია, ან სხვა თვალით დავინახოთ ლიტერატურული თუ ცხოვრებისეული მოვლენები. ესაა უაღრესად განათლებული და ნიჭიერი ადამიანის ნააზრევი; ადამიანისა, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები: „სამოთხეზე ფიქრისას ყოველთვის რაღაც ბიბლიოთეკისმაგვარი წარმომიდგება თვალწინ“. ბორხესის „შვიდი საღამო“ საუკეთესო საკითხავია მათთვის, ვისთვისაც ლიტერატურა განუყრელი დღესასწაულია.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები