საქმე
რეიტინგი
4 / 5
ნახვა
15220
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გურამ დოჩანაშვილი
გამომცემლობა
გურამ დოჩანაშვილის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"ეს ერთადერთია ქვეყნად არსებულ ხელობათაგან, როდესაც ყველაფერი კარგია, რაც შეგემთხვევა, გამოუსწორებელი უბედურების გარდა უსაშველოდ გრძელ, აზუზუნებულ რიგში დგომა, დაღლა, შიმშილი, ყოველივე ეს ძალიან კარგია; კიდევ უფრო კარგია გატეხილი ძილი და ღამის მიუგნებელი ხმების ყურისგდება, ბნელ, უკაცრიელ ადგილას თავსდატეხილი შიში, ყინულოვან ხელებს უცებ ნეკნებში რომ გტაცებს; მომაბეზრებელი ლოდინიც მშვენიერებაა და წონასწორობადაკარგული, გაცოფებული, სადღაც გულის კუნჭულში მაინც გრძნობ, რომ მშვენივრად გამოგადგება ყოველივე ეს; და მარტო ის რად ღირს, თუ უცნობები თავისთვის წყნარად საუბრობენ და თუ შენ, კუთხეში მიმდგარს, თავშებრუნებულს, აღელვებულს, ყველაფერი გესმის და არასწორ, მაგრამ ბუნებრივ გამოთქმებს ხარბად იმახსოვრებ ეგება რომელიმე გამოგადგეს სადღაც, ხოლო თუ მძიმე, ერთხანს უიმედო ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელდები, ოო, პირდაპირ ღვთის წყალობაა. ლუკას მშვენიერი ხელობა ჰქონდა, მაგრამ დიდი ხნის შემდეგ მიხვდა, რა საქმეს შეება - პროზა დიდი საქმეა."
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები