იტვირთება...

როცა ღამდება

უილიამ ფოლკნერი

2011 წელი | პალიტრა L
4,505 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
2
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ამერიკელი მწერალი, პროზაიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში უილიამ ფოლკნერი, სანამ მწერლობას დაიწყებდა, უიღბლო პოეტი იყო. ასევე დარჩებოდა ალბათ ისტორიაში, რომ არა ერთი საბედისწერო შეხვედრა ადამიანთან, რომლის რჩევამაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. ფოლკნერი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა ოჯახი შტატის ჩრდილოეთით, ქალაქ ოქსფორდში გადავიდა, სადაც მწერალმა მთელი ცხოვრება განვლო. სკოლამდე უილიამს, მორცხვ, გულდახურულ ბიჭუნას, დედა ასწავლიდა კითხვას. 13 წლისამ ლექსების წერა დაიწყო, რომლებსაც საყვარელ გოგონას უძღვნიდა. 1920 წელს ფოლკნერმა უნივერსიტეტი დაასრულა და დიპლომის აღებასაც არ დალოდებია, ისე გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც წიგნების მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მომავალი მწერალი კვლავ დაბრუნდა ოქსფორდში და უნივერსიტეტში ფოსტმაისტერად მოეწყო, სანამ სამუშაო ადგილზე კითხვის გამო არ გაათავისუფლეს. 1925 წელს ახალ ორლეანში ჩავიდა, სადაც გაიცნო მწერალი შერვუდ ანდერსონი. სწორედ იგი დაინტერესდა სერიოზულად ფოლკნერის შემოქმედებით და ურჩია, პოეზიის ნაცვლად მეტი ყურადღება პროზისთვის დაეთმო. ისიც ურჩია, ეწერა იმაზე, რაც ყველაზე კარგად იცოდა – ამერიკულ სამხრეთზე. პოეტური კრებულის „მარმარილოს ფავნის“ მარცხმა ფოლკნერი ანდერსონის სიტყვების ჭეშმარიტებაში დაარწმუნა და დაწერა რომანი „ჯარისკაცის ჯილდო“, რომელიც ანდერსონმა თავის გამომცემელს გადასცა. ფოლკნერს პირველი დიდი აღიარება მოუტანა რომანმა „ხმაური და მძვინვარება“, რომელიც 1929 წელს გამოიცა. ოჯახის შესანახად ფოლკნერმა ჰოლივუდისთვის სცენარების წერა დაიწყო და ამ საქმეს მთელი თხუთმეტი წელი შეალია – 1932-დან 1946 წლამდე. იმავე წლებში შექმნა რომანები: „სინათლე აგვისტოში“, „აბესალომ, აბესალომ!“, „ველური პალმები“, ასევე მოთხრობების კრებული, რომელშიც შევიდა მისი ყველაზე ცნობილი მოთხრობა „დათვი“. 1949 წელს ფოლკნერს ნობელის პრემია მიანიჭეს და მხოლოდ ამის შემდეგ აღიარეს იგი სამშობლოში. ამ დროს მისი შემოქმედება ევროპაში უკვე დიდი სიყვარულით სარგებლობდა...
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
როცა ღამდება
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2011
გვერდები:
176
კატეგორია:
მოთხრობა
ნახვები:
4505
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]