სიკვდილი შუა ზაფხულში
რეიტინგი
4.5 / 5
ნახვა
12065
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
იუკიო მიშიმა
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
იუკიო მიშიმა ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და პოპულარული იაპონელი მწერალია. იაპონურ კულტურასა და თავის სამშობლოზე, მის წარსულზე შეყვარებულმა მიშიმამ არა მხოლოდ შემოქმედება მიუძღვნა იაპონიას, არამედ საკუთარი თავიც მსხვერპლად შესწირა. იუკიო მიშიმას ნამდვილი სახელი და გვარი კიმიტაკე ხირაოკაა. იგი 1925 წლის 14 იანვარს დაიბადა მსხვილი სახელმწიფო მოხელის ოჯახში. 12 წლამდე კიმიტაკე ბებიასთან იზრდებოდა, რომელიც თეატრისა და პროზის დიდი მოყვარული იყო და ბავშვსაც გაუღვივა ეს სიყვარული. მიშიმას ბავშვობიდან სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და პრაქტიკულად, თანატოლებისგან განცალკევებით იზრდებოდა, ვერ თამაშობდა მათთან ერთად და სკოლასაც ხშირად აცდენდა. ამ განდეგილობამ მის მომავალ მსოფლმხედველობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მამის სურვილის თანახმად, სკოლის დამთავრების შემდეგ ტოკიოს უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც გერმანულ სამართალს სწავლობდა. იმავე პერიოდში გაიტაცა გერმანულმა რომანტიზმმა, თომას მანისა და ფრიდრიხ ნიცშეს შემოქმედებამ. 1946 წელს მიშიმამ კამაკურუში ჩააკითხა იაპონიის კლასიკოსად აღიარებულ მწერალ იასუნარი კავაბატას და თავისი პირველი ჩანაწერები უჩვენა. კავაბატას რეკომენდაციით, სულ მალე მიშიმას პატარა მოთხრობა „სიგარეტი“ დაიბეჭდა ჟურნალში „ადამიანი“. ასე შევიდა ლიტერატურის სამყაროში უფროსი ოსტატის პროტექციით და ცხოვრების ბოლომდე დიდი პატივისცემით იხსენიებდა კავაბატას. მიშიმა იმ პერიოდში ვარჯიშმაც გაიტაცა - იაპონურ საბრძოლო ხელოვნებას ეუფლებოდა. იმავე წლებში აქტიურად მსჯელობდა პატრიოტიზმსა და იაპონიის მომავალზე. 1965 წელს დაიწერა ნოველა „პატრიოტიზმი“, რომლის მთავარი გმირი სწორედ ავტორია. დაწერა რამდენიმე პუბლიცისტური ნაშრომი „ძლიერი იაპონიის“ თემაზე, რომელსაც აწმყოში ვეღარ ხედავდა. 1970 წლის 25 ნოემბერს, ველური აღტკინებით შეპყრობილმა მიშიმამ გრანდიოზული გეგმა განახორციელა. ოფიციალური ვიზიტის საბაბით მორიტასა და კიდევ რამდენიმე წევრთან ერთად თავდაცვის ქვეითი ჯარების ბაზას ესტუმრა და ბაზის მეთაური მძევლად აიყვანა. მისი კაბინეტის აივნიდან ჯარისკაცებს მიმართა, სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ და იაპონიისთვის უწინდელი დიდება დაებრუნებინათ. თუმცა სახელმწიფო გადატრიალების თეატრალიზებულ მოწოდებას რეაქცია არ მოჰყოლია. იმედგაცრუებულმა და დათრგუნვილმა მიშიმამ იქვე, აივანზე ჩაიტარა ხარაკირი და თავი მოიკლა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები