იტვირთება...

სინათლის აღდგომა

ზურაბ ანდღულაძე

2015 წელი | აზგ
3,409 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
4
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
უბედურმა შემთხვევამ პატარა გოგონა იმსხვერპლა. შვილის სიკვდილს არ ეგუება მისი დედა, ახალგაზრდა ბიოლოგი ნათელა მთვალიძე. იგი მზადაა გამოიყენოს თავისი უნიკალური, ჯერ-ჯერობით საიდუმლო კვლევათა შედეგები და მოახდინოს შეუძლებელი: თავისი ნაშიერი მოაბრუნოს იმ ქვეყნიდან. მისი ლაბორატორიის სათავო დაწესებულებაში - კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, ეს ფარული ინფორმაცია, უყურადღებობის გამო, უცხო ქვეყნის მზვერავს ჩაუვარდა ხელთ. ამ ჯაშუშის სახელმწიფოს არ აწყობს მოვლენათა ასეთი განვითარება და იგი ეწინააღმდეგება მომავალი გაუგონარი ექსპერიმენტის განხორციელებას. თავის იარაღად მან ზნედაცემული რელიგიის მსახური და ასევე გადაგვარებული უშიშროების თანამშრომელები აირჩია. თუმცა, ნათელას ქმარი გივი, არ აპირებს ვინმეს დააჩაგვრინოს საკუთარი ოჯახი. იგი, საბრძოლო წვრთნა და ომგამოვლილი ადამიანი, მზადაა გამოიყენოს თავისი ჯარისკაცული გამოცდილება და უვნებელყოს მტრები.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ამ წიგნის სათაური მკითხველთა თხოვნით შევცვალე. საერთოდ კი, ეს ამბავი დამაწერინა ბათუმის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გაუქმებამ. არადა, მისის სახით, ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მაღალი დონის სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება უნდა დაარსებულიყო. იგი ფუძნდებოდა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დახმარებით და მერეც მსოფლიოს ეს ერთ-ერთი უდიდესი ცენტრი გაუწევდა მფარველობას. კალტექი მართლაც რომ გამოჩენილია თავისი ფინანსებითაც, მეცნიერული მიღწევებითაც და ტექნიკური მონაპოვრებითაც. მარტო მისი საკვლევ-სასწავლო ნაწილის ბიუჯეტი თითქმის უტოლდება მთლიანად საქართველოსას. მეცნიერულ მიღწევებზე მეტყველებს ის, რომ მის თანამშრომელთა და კურსდამთავრებულთა შორის 12 ნობელიანტია. ტექნიკური მონაპოვრები ხომ საერთოდაც შეუდარებელი აქვს ამ ინსტიტუტს. მაგალითად, კალტექის შემადგენლობაშია ცნობილი რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია (JPL), რომელმაც შექმნა და კოსმოსში გაუშვა მთელი ის „ავტოპარკი“, მარსის ზედაპირს რომ თელავს ახლა და მომავლშიც გეგმავს ამას. ანუ: Curiosity, Pathfinder, Opportunity, Spirit და ა.შ. რომ არაფერი ვთქვათ მზის სისტემის სხვა პლანეტებზე და მათ მთვარეებზე გაგზავნილი აპარატების შესახებ. რასაკვირველია, მხატვრული წიგნის უპირველესი ამოცანა მკითხველის გართობაა, მაგრამ ამასთან ერთად შევეცადე მეჩვენებინა რამხელა ძლიერებაა ამისთანა ინსტიტუტი, თანაც არამარტო როგორც ცოდნის წყარო. თავად წიგნის სიუჟეტი ასეთია: უბედურმა შემთხვევამ პატარა გოგონა იმსხვერპლა. შვილის სიკვდილს არ ეგუება მისი დედა, ახალგაზრდა ბიოლოგი ნათელა მთვალიძე. იგი მზადაა გამოიყენოს თავისი უნიკალური, ჯერ-ჯერობით საიდუმლო კვლევათა შედეგები და მოახდინოს შეუძლებელი: თავისი ნაშიერი მოაბრუნოს იმ ქვეყნიდან. მისი ლაბორატორიის სათავო დაწესებულებაში - კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, ეს ფარული ინფორმაცია, უყურადღებობის გამო, უცხო ქვეყნის მზვერავს ჩაუვარდა ხელთ. ამ ჯაშუშის სახელმწიფოს არ აწყობს მოვლენათა ასეთი განვითარება და იგი ეწინააღმდეგება მომავალი გაუგონარი ექსპერიმენტის განხორციელებას. თავის იარაღად მან ზნედაცემული რელიგიის მსახური და ასევე გადაგვარებული უშიშროების თანამშრომელები აირჩია. თუმცა, ნათელას ქმარი გივი, არ აპირებს ვინმეს დააჩაგვრინოს საკუთარი ოჯახი. იგი, საბრძოლო წვრთნა და ომგამოვლილი ადამიანი, მზადაა გამოიყენოს თავისი ჯარისკაცული გამოცდილება და უვნებელყოს მტრები. შეძლებს გივი ბოროტი ძალების მოგერიებას? დაამარცხებს ნათელა სიკვდილს? მოახერხებენ ისინი ერთობლივი ძალისხმევით შვილის საწუთროში დაბრუნებას? თუ თქვენ მოგწონთ გ ფანჯიკიძის „სპირალი“, მაშინ ეს რომანიც აუცილებლად მოგეწონებათ.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
სინათლის აღდგომა
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2015
გვერდები:
500
კატეგორია:
რომანი
ნახვები:
3409
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]