მშობლიური კერა
რეიტინგი
4.6 / 5
ნახვა
3317
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
მერილინ რობინსონი
გამომცემლობა
პალიტრა L
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
მერილინ რობინსონი თანამედროვე ამერიკული პროზისა და, ზოგადად, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. დაიბადა 1943 წლის 26 ნოემბერს, სენდპოინტში (აშშ). 1977 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის წოდება მიენიჭა. "მშობლიური კერა" გვიყვება ამერიკულ ოჯახზე, რომლის სევდასა და იმედში თანამედროვე მსოფლიოს სევდა და სასოება ირეკლება. რუთისა და მისი დის, ლუსილის, ისტორია სცილდება პატარა, მიყრუებული ამერიკული დაბის საზღვრებს, კონტინენტის საზღვრებსაც კი, და უაღრესად მგრძნობიარე, ზოგადსაკაცობრიო ნიშნულამდე აღწევს. მწერალი, სათქმელის უკეთ გადმოსაცემად, ბიბლიურ ხატებსაც მოიხმობს და მკითხველისთვის გასაგები ხდება, რომ მშობლიური კერის მიტოვება თუ დაკარგვა და უცხოობაში ხეტიალი ბიბლიური ედემის და კარგვას ჰგავს და ადამისეულ ტკივილს უკავშირდება. თუმცა, მშობლიური კერა, ედემი, შეიძლება ადამიანმა თავის თავში ატაროს და გზა შინისაკენ საკუთარ თავთან, შინაგან ედემთან მიბრუნებად აქციოს. ამ გზას, პირად გზას, ნებისმიერი ადამიანი, ადრე თუ გვიან, გაივლის. ამიტომ, ეს წიგნი ყველაზეა და ყველასთვისაა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები