ერთი წვეთი ლიმონი
მახსოვს, ბავშვობაში როგორი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე გურამ პატარაიას ფილმის იმ მონაკვეთ- მა, სადაც თურქეთში მცხოვრები ქართველი საუბრობდა.
„იქით“ დარჩენილთაგან „ცოცხალი ქართველი“ პირველად ვნახე და ალბათ იმიტომ. კიდევ ალბათ იმიტომაც, რომ ქვეცნობიერად მივხვდი – ამ ერთი კაი ქართველის მიღმა უზარმაზარი, ჩვენთვის უხილავი, მაგრამ ძალიან მახლო- ბელი სამყარო იყო.
მაშინ ძნელი იყო წარმოდგენა, რომ რკინის ფარდა ძალიან მალე აიწეოდა და მონატრებული თანამოძმეების ურთიერთობას წინ აღარავინ თუ ვეღარავინ დაუდგებოდა. აიწეოდა, მაგრამ ერთმანეთის პირისპირ დადგომა ბუ-
ნებრივთან ერთად ბევრ უცნაურსაც მოიტანდა. სიხარულითუგულდაწყვეტა,ნდობათუეჭვი,
სიახლოვე თუ სიშორე, მიჩვევა თუ გაუცხოება, იმედი თუ იმედგაცრუება, თანამშრომლობა თუ დისტანცია, მოძრაო- ბა თუ უძრაობა ერთმანეთში აიზილებოდა.
ბევრს გავიგებდით, თუმცა ზოგი – არც არაფერს... ბევრს ვისწავლიდით, ზოგი კი არც დაიწყებდა...
კარებჩარაზულ პერიოდში ალბათ ვერ ვიფიქრებდით, რომ ახალი დროება შესაძლებლობათა უკიდეგანო სივრცეს გადაგვიშლიდა, ჩვენ კი...
დღემდე უამრავია საქართველოში, ვინც არაფერი ან თითქმის არაფერი იცის თურქეთის ქართველობის, მათი ცხოვრების, საფიქრალისა და სატკივარის შესახებ. დღეი- სათვის მილიონობით თუ ასიათასობით ქართველია თურ-
ქეთში და მათმა უმეტესმა ნაწილმა ასევე არაფერი იცის ისტორიული სამშობლოს, მისი კულტურის, მწერლობის, ისტორიის შესახებ.
დღემდე არ ვიცნობთ ერთმანეთს, დღემდე არაა გა- დაჭრილი ძალზე მარტივი საკითხები – საკითხები, რო- მელთა მოგვარებას მხოლოდ მცირედი ძალიხმევა, თა- ნამშრომლობა, პასუხისმგებლობა და სიყვარული სჭირია.
და აი, ყოველივე ამის ფონზე როგორ გამხნევებს და რარიგად გახარებს, რომ არსებობენ ქართველები, იქი- თაც და აქეთაც, რომლებიც არ ეპუებიან და მუდმივად, ყოველდღიურად, სიტყვითა და საქმით ებრძვიან დროების ნაკარნახევ რეალობას.
„იქიდან“ თუ ვინმე გახსენდება და გეიმედება, ერთ- ერთი პირველი სწორედ ჩვენი წიგნის ავტორია – ფარნა ჩილაშვილი. ის სხვას არა ჰგავს, ის სულ ფიქრობს, სულ მსჯელობს, სულ აკრიტიკებს, სულ დავობს, სულ იბრძვის... მას სულ უყვარს!.. მან იცის, რომ მთავარი ცეცხლის დან- თება კი არა, კერაში სითბოს შენახვისთვის მუდმივი ზრუ- ნვაა.
ეს წიგნიც მისი ფიქრებია, მისი ნააზრევი, მისი კრი- ტიკა, მისი ბრძოლა და მისი ცხოვრება.
ეს წიგნი საშუალებაა, რომ ჩვენც დაგვაფიქროს –
„იქაურნი“ თუ „აქაურნი“, დაგვაფიქროს და გაგვაცნოს ერთმანეთი, დაგვაფიქროს და აგვამოქმედოს...
მადლობა, ფარნა!
ბუბა კუდავა
ვარდობისთვე, 2014.