სახლების მოშინაურება
შინ ვარ
ველოსიპედის ტარება მამაჩემმა მასწავლა, ცურვაც. უთენია გამაღვიძებდა, ჭრელ კაბას გა დამაცვამდა, თმასაც თვითონ ჩამომვარცხნიდა და მივდიოდით. თავიდან იმის ველოსიპედზე ვიჯე ქი, ზურგზე მივეკრობოდი, ხელებს მაგრად შე მოვხვევდი და არაფრის მეშინოდა. დაღმართზე რომ დავეშვებოდით, მუხლებში ქარი გამივლიდა და ზღვის სურნელი მეცემოდა. ერთი სული მქონ და, მამაჩემის ზურგზე დავწოლილიყავი და წყალში ისე შემეცურა, მარტო იმის მხრებისთვის მეყურე ბინა და არ მეფიქრა, რომ ზღვა შეიძლება ოდესმე დამთავრებულიყო. წვიმა მიყვარდა, შევიდოდი მუხ ლამდე თბილ ზღვაში და ვიდექი. მამაჩემი შორი დან მიყურებდა. მერე ქვებზე ზურგით გავწვე ბოდით და ვუცქერდით, ნაავდრალ ცაზე როგორ ირეოდნენ ჩიტები.
პატარა ჯადოსნური ყუთი ჰქონდა მამაჩემს, ხმებს ვიწერდით: ადრე გაზაფხულზე ბავშვები რომ
წყალში შეცვივდებოდნენ, იმათ სიცილს, აღელვე ბული ზღვიდან გემების საყვირის ხმა რომ ისმოდა, შემოდგომის ნისლი რომ ჩამოწვებოდა და ცეცხლს დავანთებდით, იმის ტკაცატკუცს, დილით დედას საყვარელი ჩაიდანი რომ დაუსტვენდა და ჩვენ ჩვენ თვის გვენატრებოდა მისი დასხმული ჩაი, ზაფხულის ბაღში ქარი რომ გაებმებოდა და მანდარინის ხეებს ფოთლებზე გადაევლებოდა, ააშრიალებდა.
ბევრს არ ვლაპარაკობდით მე და მამაჩემი, შე ვუწვებოდი ლოგინში გაყინული ფეხებით და მეჭი რა იმის ხელი ჩაძინებამდე – მზიან ამინდში წყალ ზე თვალდახუჭულ ტივტივს გავდა ასე ძილი.
როცა დედა ძალიან მოგვენატრებოდა, ჩა მოიღებდა მამა სხვენიდან ჩემოდანს, ამოვყრიდით ჭრელაჭრულა კაბებს, დიდ სახელოებიან ჟაკე ტებს და ყვებოდა მერე, რომ ეს კაბა გოგოდე დას ჩემს გაჩენამდე ეცვა, ის ჟაკეტი კი ზამთრის უთოვლო, მანდარინისგემოიან საღამოებში, ერთად რომ ისხდნენ ცეცხლთან. ამოვიღებდი სათითაოდ და ვყნოსავდი: კვამლის სუნი ჰქონდა ერთს, მარწ ყვის მურაბის – მეორეს, დილის ზღვის – მესამეს. ვხუჭავდი თვალებს და დედაჩემის სუნს ვიხსენებ დი, იმის ხელებს – სიზმარაბებს რომ დაიყრიდა ზედ და ყლაპავდა მძიმედ, ოღონდ ცოტა ხნით ჩას ძინებოდა, ოღონდ ტკივილები გამოერეკა ტანიდან.
იმ სახლში ყველა კედელს დედაჩემის თვალები ჰქონდა, ფანჯარაზე ჩამწკრივებულ ქოთნის ყვავი ლებს რომ გავხედავდი, ასე მეგონა, დედაჩემის იავნანა იცოდნენ.
შინ ვარ.
წასვლა დაიწყო
აიკიდებდნენ სახლებს ზურგზე და მიდიოდნენ, რჩებოდა უფარდო, თვალებდათხრილი ფანჯრები და ძაღლები, მუდამ გზისკენ რომ იყურებოდნენ. მე და მამაჩემიც ვრჩებოდით, ან სად უნდა წავსუ ლიყავით. მივეყრებოდით ცეცხლთან, გავახუხებ დით პურს და ვაყოლებდით შემწვარ ვაშლს. თოვლი თუ მოვამეთქი? – ვეკითხებოდი, მივადებდი მხარზე თავს, – მოიყვანე თოვლი, თოვაში ზღვის დაღმართზე თვალდახუჭული დავეშვათმეთქი. აქ თოვლს რა უნდაო, – მეტყოდა, გადამისვამდა თმა ზე ხელს და ვჩუმდებოდი.
მერე სულ უფრო გახშირდა სროლა და მამაჩემ მაც გზისკენ ყურება დაიწყო. მძიმედ დააბიჯებდა იმ დილით, ჯერ დედას ჩემოდნიდან სათითაოდ ამოალაგა კაბები, იწვა მერე წელში მოხრილი, მარ ტო დარდი იყო. ამოვუკოცნე თვალები და ქარს გაყვესმეთქი შენი სევდა, მამაჩემო. შევხედე და ახლა დარდის ხე იყო, უფოთლო, შუა ზამთარში იდგა, – სიმარტოვეში.
წამოდგა, გაიმართა მერე, როგორც ხეებმა იციან დიდი ქარების შემდეგ. დედას ჟაკეტი მო მახვია, იმის ჩემოდანი ხელში დამაჭერინა, თბილი, თბილი პური და მანდარინები ჩამიწყო და ის ჩვე ნი ჯადოსნური ყუთიც. ვიდექით მერე სახლის წინ, სანამ მანქანა არ მოვიდა, სანამ ფანჯარასთან არ დამსვა, სანამ კიდევ რაღაც არ ჩააცურა ჩემოდან ში. ვუყურებდი და არ მიდიოდა, ვუყურებდი და ხე იყო მამაჩემი – ჩვენს სახლზე ფესვებშემოხვეული.
ღამდებოდა, რომ წამოვედით. იდგა მამაჩემი და ხელს მიქნევდა. ციოდა, მაგრად ციოდა.
გზაში ვარ
ამდენი აკიდებული სახლის სიმძიმეს ვეღარ გაუძლეს გზებმა, სულ სხვა მხარეს გადაიხარნენ და დავრჩით ასე – მიწა არ იყო, ზურგზე გვქონდა ჩვენი სახლები.
დიდი, დიდი ზამთარი გადმოვიარეთ. დავადებ დი თავს დედაჩემის ჩემოდანს და ეგ იყო ჩემი სახლი. ერთ ლუკმა პურს გადავყლაპავდი, მამა ჩემის მოკრეფილ მანდარინზე ხელს გავითბობდი. ძლივს გამოვათრიეთ ტანები ამ ზამთრის მდინარი დან. მერე ოთხი კედელი ვიპოვეთ და დავრჩით. მე
ხეების მხარე ავირჩიე. ვიჯექი და ვუსმენდი, მერე ჯადოსნურ ყუთს ჩავრთავდი და ვიწერდი იმათ შრიალს. დედაჩემის კაბები კედელზე ჩამოვკიდე, ქოთნის ყვავილიც გავიჩინე და დავდიოდი მამაჩე მივით ზურგზე ხელებდაწყობილი. საღამოს ჩაიც რომ ავადუღე და შემოვაწყვე ჭიქაზე ხელები, მა შინ ვთქვი: მოვიშინაურემეთქი ეს კედლები, ეს სახლი. ამის თქმა იყო და მოვიდნენ, ჩემი ხმით ალაპარაკებული კედლები მიაჩუმეს და აბა, რო გორი შენი სახლიაო, მოხვიეს ხელი დედაჩემის კა ბებს, გამოყარეს გარეთ და დამტოვეს ქარში.
ამის მერე ათასი მაღალი და დაბალი შენობის კართან ვიდექი, ათას