12 შემოსავლის - განაწილება გიფიქრიათ თუ არა იმაზე, რომ შემოსავალს სხვა ადამიანებისგან ვიღებთ? რა თქმა უნდა, საკუთარი მოხმარებისთვის განკუთვნილ ზოგიერთ საქონელს თვითონვე ვაწარმოებთ და, ალბათ, არსებობენ განდეგილებიც, რომელთაც ფულთან საქმე არასოდეს ჰქონიათ, მაგრამ ყალბი ფულის მჭრელების გარდა, თითოეული ჩვენგანი შემოსავალს სხვებისგან იღებს. სხვებს ვარწმუნებთ, რათა მათ დაიქირავონ ჩვენი შრომა, იყიდონ ჩვენი საქონელი, მოგვცენ სესხი ან, უბრალოდ, აღიარონ, რომ ჩვენი სტატუსი შემოსავლის მიღების უფლებას გვაძლევს. ამ უკანასკნელი ხე-რხით სარგებლობენ, მაგალითად, ბავშვები, საპენსიო ასაკის ადამიანები, ან ლატარეის მომგებიანი ბი-ლეთების მფლობელები. მოკლედ, ჩვენ სხვებს ვთავაზობთ იმას, რაშიც ისინი ფულს იხდიან და, ესე იგი, შემოსავლების განაწილებაც მიწოდებითა და მოთხოვნით განისაზღვრება.