ჭეშმარიტი სიყვარული
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
4641
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
თამაზ ლიპარტელიანი
გამომცემლობა
თამაზ ლიპარტელიანის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"დევნილობის დროს [1994-2015] დაწერილი მოთხრობებია.წიგნის სახელიც ასეთი იმიტომ შევარჩიე,რომ ომს, ბოროტებას,სიღატაკეს,დამცირებას,ცინიზმს,-ყოველთვის სიკეთე და სიყვარული ჯობნის.სიყვარული უძლეველია,ის არის არსი თავად ცხოვრების,გამარჯვების, ბრძოლის,იმედის,რწმენის,აფხაზეთში დაბრუნების,-სიცოცხლის სიყვარულის. დევნილობა შეიძლება ადამიანმა შეადარო უდაბნოში განდევნილ ,,კეთროვანებს“რომელსაც მთავრობა საწყალობლად ხანდისხან პურსა და წყალს თუ მიაწვდის. აფხაზეთიდან დევნილი ვარ და თავად გავატარე მთელი ჩემი დევნილობა,- დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში,[წყალტუბოში].სადაც სიღატაკეს,დამცირებას, ცინიზმს,ისიც ემატებოდა,რომ ხშირ შემთხვევაში შუქი და წყალი სანატრელი გვქონდა.ყოველდილით გაიგონებდი:-,,რა დავაშავეთ ასეთი დევნილებმა,რომ ასე უდიერად გვექცევიან!“წყალი მხოლოდ დილით მოდიოდა ერთი საათი,ხოლო შუქი გრაფიკით,საღამოს საათებში... ჩემი წიგნის გმირები,უმეტეს შემთხვევაში დევნილები არიან,მათი თავგადასავლებით,მოგონებებით,ისინი ებრძვიან ბოროტებას, ზნედაცემულობას...იმედს,რწმენას აფხაზეთში დაბრუნებაზე კი ყოველთვის ინარჩუნებენ. ბოროტებას სიკეთე და სიყვარული სძლევს,როგორც ერთ-ერთ ჩემს მოთხრობაშია..." ავტორი
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები