აჯანყებას ერქვა „ დაბადების დღე “ და ქართველებს მისი დაწყება რაც შეიძლება მალე უნდოდათ, მაგრამ ჰოლანდიელი პარტიზანები ნებართვას ინგლისიდან ელოდნენ და რეალურად ისინი იყვნენ არა პარტიზანები (კლასიკური გაგებით),არამედ ჰოლანდიის იატაქქვეშა მოძრაობის წევრები. მათი ცენტრი კი ლონდონში იყო და ისინი იქიდან არა მარტო ჰოლანდიის წინააღმდეგობის პროცესს ხელმძღვანელობდნენ.