აგიხსნით სიყვარულს

რეიტინგი

2.5 / 5

ნახვა

5592

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

სიესტა

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ახალგაზრდა მეგობრები, ვატო და ნიკა ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობენ. კორპორატიულ საღამოზე ნიკა თვრება და სურს სიყვარული აუხსნას საკუთარ თანამშრომელ ნენეს, მაგრამ ამის გაკეთებას ვერ ბედავს. სამაგიეროდ, დაბნეული და სასმელისგან გონებაარეული, სიყვარულს უხსნის მათი სამსახურის ფინანსურ დირექტორს, ასაკოვან ქალბატონ აგნესას. აგნესას სამსახურში ერთობ მრისხანე ქალბატონის სახელი აქვს, ამიტომაც თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ნიკა მკაცრად დაისჯება, მაგრამ მოლოდინის საპირისპიროდ, აგნესა ძალიან კმაყოფილია და ნიკას პრემიითაც კი აჯილდოვებს. ამის გამო, ვატოს გაუჩნდება იდეა, - რადგან ნიკას ახსნილი სიყვარული ასე ფასობს, ხომ არ ღირს მისი საქონლად გადაქცევა და გაყიდვა? ის სთავაზობს ნიკას ანაზღაურების საფასურად აუხსნას მსურველ ქალბატონებს სიყვარული. თავიდან ნიკას ეს სიგიჟედ ეჩვენება, მაგრამ ვატოს დაჟინებული თხოვნის შედეგად თანხმდება. ამ მიზნით, ისინი საკუთარ კომპანიას ხსნიან. თავიდან საქმე ურიგოდ მიდის. დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ 2 ქალი დაინტერესდება მათი მომსახურებით: ჟურნალისტი, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება სიყვარულის ახსნის ტექსტი და მარტოხელა ქალი, რომელსაც უბრალოდ სურს, ვინმეს ელაპარაკოს. აშკარა ხდება, რომ ამ საქმიანობას პერსპექტივა არ გააჩნია, მაგრამ ამ დროს ვატოს ახალი იდეა უჩნდება. მათთან ნამყოფი ჟურნალისტის დახმარებით, ის ბულვარულ პრესაში აქვეყნებს წერილს იმის შესახებ, რომ ნიკას მიერ ახსნილ სიყვარულს მაგიური ძალა გააჩნია, რომ ის ქალებს ბედს უხსნის და საოცნებო მამაკაცის პოვნაში ეხმარება. ამ დღის მერე ნიკას მომსახურების მსურველთა რაოდენობა ერთბაშად ათმაგდება. მალე, ასეთი წარმატება და დიდი შემოსავალი ცვლის მათ ცხოვრებას. ნიკა ყოყოჩი და ამპარტავანი ხდება, ის უდიერად ეპყრობა ნენეს, რომელსაც თავის დროზე ეთაყვანებოდა. ვატო კი, რომელსაც ეს ყველაფერი მობეზდება, უეცრად პოულობს თავის საბედოს და ტოვებს ნიკას. მარტოდ დარჩენილი ნიკა ისევ ნენესკენ მიილტვის. ერთ დღეს, მოულოდნელად, ნენე მოდის მასთან და თავად უხსნის სიყვარულს. ნიკა საოცრად ბედნიერია, როგორც იქნა მასაც ეწვია ნამდვილი სიყვარული, მაგრამ სულ მალე ირკვევა, რომ ნენეს თავად წამოუწყია მათი მსგავსი საქმიანობა და სიტყვები, რომელიც მან ნიკას უთხრა, ისეთივე ყალბი იყო, როგორც ნიკას მიერ არაერთი ქალისათვის, ფულის საფასურად ახსნილი სიყვარული.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-443-64-0
გამომცემლობასიესტა
გვერდები100
გამოცემის წელი2014