გუშინ კუნძულ ტექსელიდან, იმ ქართველი გოგოსაგან (რომელიც იქ ცხოვრობს), წერილი მივიღე. თურმე ერთ ჰოლანდიელ ქალს (რომელიც მაშინ გოგო იყო), ომის დროს ერთი ქართველი ტყვე ისე შეუყვარდა, რომ ახლაც იმ მოგონებებით ცხოვრობს, მიუხედავად იმისა რომ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან უკვე რამდენიმე ათეული წელი გავიდა.