სარჩევის შესავალი
« ვისაც სურს უფრო ღრმად შეიცნოს ადამიანის ამაოება, საკმარისია დააკვირდეს სიყვარულის მიზეზსა და შედეგს. » ბლეზ პასკალი
სამყაროში არსებობს ბედნიერების უამრავი სქე
მა და იდეოლოგიის მილიონობით კონფიგურაცია, რაც, საბოლოოდ, გვაფიქრებინებს იმას, რომ ადამიანი მართლაც არასრულყოფილი არსებაა. ვფიქრობ, ისეთი დეკორატიული მცენარე, როგორიც ხავსია, ღმერთს სულაც არ გამოუგონია იმისთვის, რომ ჩვენ ჩავჭიდებოდით, ან რაღაც სულელური ანდაზები შეგვეთხზა მასზე. სწორედ ამ ცნობილი ანდაზის გაგრძელებაა ხელოვნება, განსაკუთრებით კი ლიტერატურა. არ შეიძლება, შექმნა 1000 გვერდიანი წიგნი და ვერაფრით მოახერხო იმის ახსნა, რატომ წერ! არ შეიძლება, რომელიღაცა შეუმჩნეველი პოზიციიდან ჭოგრიტით ჩასცქეროდე ადამიანის სულის სიღრმეებს და საბოლოოდ პრობლემის სწორად დასმის მეტი ვერაფერი ისწავლო. რას გვაძლევს ასეთი მონუმენტურობა? ხშირად მცირედი, რომლის არსიც გენიალურია, გვინდა მიუწვდომელ სიდიდედ გადავაქციოთ. წარმოიდგინე,
ქუჩაში მიმავალმა შენიშნე ბანანის სველქერქიანი გამოსახულება, რომელიც უცნაურად შეჰხორცებია გზის ზედაპირს. აკვირდები და ფიქრობ, შეძლებ თუ ვერა არაფრისაგან შექმნა სიკეთე... რა თქმა უნდა! შენი სურვილისამებრ, გამოჩნდა დაუძლურებული მოხუცი, რომელმაც რაღაც გაურკვეველი, ბრმა ინერციის წყალობით (შესაძლოა, შენმა ინტუიციამ დაუქვემდებარა მისი გზა შენსავე სურვილს) სწორედ ის მიმართულება მოხაზა, სადაც შენ გმირად ქცევის შანსი მოგეცა, იგი დაიძრა ბანანის ყვითლად მოელვარე ქერქისკენ. უყურებ, ჯერ არაფერს ეუბნები (გადაადგილების თავისუფლებას ხომ ვერ შეუზღუდავ), მაგრამ როგორც კი დაინახავ, რომ მისი ბოლო ნაბიჯი გლუვზედაპირიანი ბანანის ქერქია, როგორც სიკეთის ქურუმს შეეფერება, ხმამაღლა შესძახებ: სდექ! და აი, ადამიანი გადაარჩინე ასრიალებას, გაქვავებულ ტრასაზე ულმობელ სიკვდილს. ეს კონკრეტული სიკეთეა, თუმცა ბანანის ქერქს, ვიღაცის დაუდევრობის გამო უმისამართოდ მოსროლილს, მეტადაც შეუძლია კმაყოფილება მოგგვაროს, ამისთვის საჭიროა დაიხარო, ძალისხმევის ოდნავი დაძაბვით ტროტუარს ააცალო და იქვე მდგარ ნაგვის ურნაში გადაუძახო... სწორედ ამ შემთხვევაზე დაწერა ერთმა უცნობმა პოეტმა ასეთი გულისამაჩუყებელი სტრიქონები:
აი, რატოა ჩვენი ყოფა ასე ლამაზი ბანანის ქერქის გადაგდებაც არის სიკეთე!..
და მართლაც, ვინ არ დაეთანხმება! სიკეთის სი
ლამაზესთან დაკავშირება ჯერ კიდევ პლატონის ფილოსოფიიდან იღებს სათავეს... ჩვენი შემთხვევიდან კი ასეთი დასკვნა გამომდინარეობს: კარგი საქციელი, რომლის მასშტაბიც მცირეა სიკეთეა, მაგრამ, როგორც კი ეს სიკეთე გარკვეულ სიდიდეში გადაიზრდება და მაგალითის ძალას შეიძენს, ეს უკვე მშვენიერებაა! თავისთავად აქედან გაჩნდა გამონათქვამი: სიყვარული მშვენიერებაში შვებააო მიდი და გაიგე რა იგულისხმება, თუმცა აშკარაა რაღაციდან რაღაცა გამომდინარეობს. ესეც ჩვენი პირველი სენტენცია!
ისეთი დიდი წიგნებიც კი, როგორებიცაა 1000 გვერდიანი „ ძმები კარამაზოვები “ , ასევე 1000 გვერდიანი „ ჯადოსნური მთა “ , 1500გვერდიანი „ უთვისებო კაცი “ , შედარებით მომცრო ზომის „ ოსტატი და მარგარიტა “ , ბეკეტის „ მოლოი “ , მილორად პავიჩის „ ხაზარული სიტყვისკონა “ (როგორც მამრული, ისე მდედრული), სარამაგოს „ სიკვდილი ისვენებს “ და უმბერტო ეკოს „ პრაღის სასაფლაო “ საუკეთესო ნიმუშებია იმისა, რა ბევრს ყბედობს კაცობრიობა და როგორ ვერაფერს ამბობს!
ცნობილია, როდესაც ფიოდორ დოსტოევსკი
წარდგა ღმერთის წინაშე, მას ბრალი წაუყენეს ბავშვის გაუპატიურების მცდელობისთვის, პასუხად გულის ჯიბიდან სერვანტესის „ დონ კიხოტი “ ამოაძვრინა, ღმერთს გაუწოდა და ჰკითხა: შეგიძლიათ, ამის გამო განმსაჯოთ? ღმერთი ჩაფიქრდა, ნეტა რას გულისხმობს ეს ყბედიო და როდესაც გადაწყვიტა მის გულში ჩახედვა, რათა მისი ზრახვებისთვის მიეგნო, იქ საერთოდ ვერაფერი აღმოაჩინა. გაგიკვირდებათ და, ფიოდორი არაფერსაც არ გულისხმობდა, მან, უბრალოდ, თავი იმართლა. ღმერთს იუმორისა და უსიტყვოდ მიხვედრის გასაოცარი უნარი აღმოაჩნდა, იგრძნო, მწერალი რაღაც განსაკუთრებულს ეუბნებოდა, წიგნი გამოართვა, უჯრაში შეინახა, თავად ის კი დედამიწაზე დააბრუნა, საქმეს მიხედეო... კიდევ კარგი! სწორედ ამ მოგზაურობის შედეგია მისი ბოლო შედევრები, თორემ დავრჩებოდით „ დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი “ ს ამარა. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ამ ტექსტზე და სხ
ვებზეც...
როგორ ჩაისახა ადამიანი არაფერში, ან არაფერი
ადამიანში? არის თუ არა „ არაფერი “ მუნყოფიერების სპეციფიკური მდგომარეობა? აქ დაწყებული თხრობის განვითარებას თუ აკვირდებით, მიხვდებით, რომ მე თქვენ არაფრიდან არაფერზე გელაპარაკებით, მაგრამ ჩვენი უბედურება სწორედ იმაშია ვერ ვახერხებთ ერთმანეთს არაფრით ველაპარაკოთ. მოკლედ, ვერ ვახერხებთ, რიგი სა სიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცნებების მოხელთებას. სწორედ ამის გამო, მე გთავაზობთ ტექსტებს, რომლებიც ლიტერატურის თეორიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ორი სუბსტანციისაგან შედგება: პირველი ის, თუ როგორ ვწერ წიგნის მატერიალური მხარე (ფურცელი, საწერი კალამი, ფიქსირებული ასონიშნები და ა. შ.) და მეორე, რატომ ვწერ წიგნის სულიერი