ოქროს გალია

რეიტინგი

4.7 / 5

ნახვა

8752

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

შირინ ებადის "ოქროს გალია" 2011 წელს გამოვიდა. წიგნში ავტორის ბავშვობის მეგობრების, სამი ძმისა და ერთი დის ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს. ეს არის ამბავი ოჯახისა, რომელიც პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა გაანადგურა. სამი ძმა: შაჰის გენერალი, კომუნისტი და ჰომეინის მომხრე, ისე გათიშა აზრთა სხვადასხვაობამ, რომ ურთიერთობის შენარჩუნება ვერც საერთო სისხლმა და სახლმა მოახერხა და ვერც ერთადერთმა დამ. შირინ ებადის წიგნი ადამიანებზეა, ადამიანებზე, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ, მსხვერპლად ეწირებიან რეჟიმს, პოლიტიკას, ერთეულთა ინტერესებს; ოჯახებზეა, რომელთაც ჭერი თავზე ენგრევათ და ნანგრევებში მოყოლილებს მშველელი არ ჰყავთ. იმაზე, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში არა რომელიმე პოლიტიკოსი ან სულიერი ლიდერი, არამედ დედმამიშვილები და მეგობრები გაგვახსენდება, ისინი კი, შეიძლება, ჩვენივე დამსახურებით, ჩვენ გვერდით არ აღმოჩნდნენ.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941454042
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები256
თარგმანიინგლისურიდან
მთარგმნელისალომე ბენიძე
გამოცემის წელი2014