ქალი პაოლოს უკან

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

5840

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

წიგნში გაეცნობით ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სიდუმლოებით მოცული საქმის - ელენე დარიანის ისტორიის დეტალებს, დღიურებს, ჩანაწერებს, რომელთა საშუალებითაც თქვენ წინაშე გაცოცხლდება მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ქართული ლიტერატურული სამყარო. ელენე დარიანის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ ლექსებს იცნობს მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურით დაინტერესებული ყველა ადამიანი. 50-იანი წლებიდან მოყოლებული ოფიციალურად მიიჩნევა, რომ ქართული ლიტერატურისთვის თავისუფლებითა და ეროტიულობით სრულიად გამორჩეული ლექსების ავტორი პაოლო იაშვილია. დარიანული ლექსების ავტორი რომ ქალია, პირველად ღიად ლიტერატურათმცოდნე გიორგი ჯავახიშვილმა დაწერა გასული საუკუნის მიწურულს და სასტიკი კრიტიკაც მოიმკა. ბევრმა პაოლო იაშვილის შეურაცხყოფადაც კი მიიღო მისი ავტორობის ეჭვქვეშ დაყენება, არადა თვითონ პაოლოს არადროს განუცხადებია, რომ „დარიანული ციკლის“ ლექსები მისია. პოეტს ამით ჩრდილი არ ადგება, პირიქით, მეტ რომანტიულ ელფერს სძენს მის პიროვნებას. პაოლოს რეაბილიტაციის შემდეგ, 1955 წელს გამოცემულ პირველ კრებულში შემდგენელმა შალვა დემეტრაძემ დარიანის ლექსებიც შეიტანა წიგნში. მას შემდეგ ეს ლექსები გამოცემიდან გამოცემაში გადადის. ელენე დარიანი - რეალური, მიჩქმალული პოეტი თუ ცნობილი პოეტის ფსევდონიმი?გაეცემა თუ არა ამ კითხვას პასუხი, წიგნის წაკითხვის შემდეგ გაიგებთ.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978­99940­28­82­5
გამომცემლობალიტერატურის მუზეუმის გამომცემლობა
გვერდები45
გამოცემის წელი2013