ჩანაწერები. პირადი წერილები - წიგნი IV
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
3363
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ოტია პაჭკორია
გამომცემლობა
ლიტერატურის მუზეუმის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
ოტია პაჭკორიას წერილები „მძაფრი, დინამიური სტილით გამოირჩევა. ისინი არაჩვეულებრივი გზნებით არიან დამუხტულნი“ (ს. ცაიშვილი) და კონკრეტული მოვლენების, ან მათთან დაკავშირებული ადამიანური ურთიერთობის სითბოს ასხივებენ. ოტია პაჭკორიას აინტერესებს ადამიანები, მათი შემოქმედება და ნამოქმედარიც, რადგან უყვარს ისინი და ქედმაღლურ განმარტოებას, მათ შორის ყოფნას ამჯობინებს. მაგრამ იგი, ამავე დროს, მოუწყინარი მკითხველი და ბიბლიოფილი, მრავალმხრივი და ფრიად სერიოზული ცოდნის პატრონიცაა. და კიდევ: იგი იმ მცირეთაგანია (არა მარტო კრიტიკოსთა შორის), ვისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია ნაწერის „ენობრივი ტონუსი“, სიტყვის არა მარტო აზრი, არამედ ხმოვანება, ფრაზის ბგერწერა, გამოთქმის სიზუსტე და ექსპრესია, და ყველა ეს თვისება მან სრულად გამოამჟღავნა თავის ორ მოთხრობაშიც. /თამაზ ჩხენკელის წინასიტყვაობიდან/
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები