მოთხრობები. ფრაგმენტები - წიგნი I

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

4113

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

„აქვს კი დღეს ფასი ჩემს სიმართლეს, ზნეობრივ უპირატესობას? თითქმის არავითარი, პრაქტიკულად არავითარი... ამ დღეებში ხომ საოცარი სიცხადით გამოჩნდა, რომ მწერლური „ელიტისათვის“ მე უცხო ვარ და უფრო დიდი სიამოვნებით გაუწვდიან ხელს ჩემს „ოპონენტს“, ვიდრე მე, რადგან მასში გაცილებით უფრო სახიფათო მტერსა და თავისიანს, არსით მათივე მსგავსს ხედავენ, ვიდრე ჩემში... არავის სჭირდება შენი სიკეთე, კეთილგანწყობა, სიმართლე... - ამ ორი კვირის მანძილზე ერთი ოცი წლით დავბერდი“.
 დიახ, იმ დღეებში დაიწყო ოტია პაჭკორიას თვითმკვლელობა, ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჯიუტად და ჟინიანად, სრულიად შეგნებულად და დემონსტრაციულადაც კი, ყველას თვალწინ თავს იკლავდა ევროპული ყაიდის მოაზროვნე და გამორჩეული მწერალი, დაღლილი და ადამიანებზე გულაცრუებული კეთილშობილი კაცი... აკი, უთხრა კიდეც მეგობარს სრულიად მკაფიოდ და მშვიდად: „Так хочу, брат!“
 მაპატიოს მკითხველმა, ვისთვისაც მწერლის დანატოვარი წიგნი მაინც მხოლოდ კარგი ლიტერატურაა, მაგრამ ოტია პაჭკორიას ნიჭის დამფასებელთათვის ეს ნაწერები უფრო მეტია, ვიდრე სიტყვაკაზმული მწერლობის, თუნდაც ბრწყინვალე, ნიმუშები. და თუ ისე მოხდება, რომ მკითხველიც იგრძნობს, მისწვდება და გაითავისებს ოტია პაჭკორიასთვის ესოდენ ღირებულ, სასიცოცხლოდ აუცილებელ ფასეულობათა მნიშვნელობას, თუ თავისუფალი საქართველოს მოქალაქე დაფიქრდება ჩვენი საზოგადოებრივი მორალის სიმახინჯეზე, თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაზე სხვათა ბედის, სხვათა სიცოცხლის წინაშე, ეს იქნება, შეიძლება, დაგვიანებული, მაგრამ მაინც დიდი მხარდაჭერა იმ კაცისა, რომელმაც ბოლომდე შეინარჩუნა ადამიანის მშვენიერი სახე...
 "/იზა ორჯონიკიძე/

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-99940-28-94-8
გამომცემლობალიტერატურის მუზეუმის გამომცემლობა
გვერდები323
გამოცემის წელი2015