საშვი კონფლიქტის ზონაში

რეიტინგი

3.6 / 5

ნახვა

6134

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

არტანუჯი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

შორენა ლებანიძის მხატვრულ-დოკუმენტურ რომანს – "საშვი კონ­ფლიქ­ტის ზონაში" – ჟურნალისტური მოგონებები უდევს საფუძვლად. ავტორის მიერ აღწერილი ამბები მეოცე საუკუნის მიწურულის ერთწლიან მო­ნა­კვეთს მოიცავს – აფხაზეთის ომის დაწყებიდან დასავლეთ საქარ­თველოში გაჩაღებული სამოქალაქო დაპირისპირების შეწყვეტამდე. ამ პერიოდში შორენა ლებანიძე პირველი ქართული დამოუ­კი­დებელი გაზეთის, ყოველკვირეული "7 დღის" თანამშრომელი – სა­რედაქციო კოლე­გიის წევრი და კორესპონდენტი – იყო. მას, როგორც ცხელ წერტილებში საფრონტო რეპორტაჟების და­სა­­წე­რად მივლინებულ ჟურნალისტს, ხშირად უწევდა მგზავრობა აფხა­ზეთისა და სამეგრელოსკენ, 1992 წელს გაცემული, დღეს კი წიგნის გარეკანზე აღბეჭდილი საშვით ხელში. ეს ძველი, მივიწყებული დოკუმენტი, რომანში ასახული მოვლენებიდან ოცი წლის შემდეგ, შორენა ლებანიძეს უკან მიხედვისა და ჩავლილი ამბების ახლებუ­რად გააზრების ნებართვას აძლევს. ავტორს სურს, სულ სხვაგ­ვა­რად დაინახოს მკვლელობებით, ღალატით, ხმაურითა და მძვინვარებით სავსე ქართული რეალობა, მოგვითხროს ადამიანებზე, რომლებმაც ეს რეალობა შექმნეს.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-445-58-3
გამომცემლობაარტანუჯი
გვერდები264
გამოცემის წელი2014