მიჟლაჰარ

რეიტინგი

4.5 / 5

ნახვა

10330

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

სოსო მეშველიანის ახალი წიგნიდან ბევრი ციტატის მოხმობა შეიძლება, რომელიც კარგად დაგვანახებს ავტორის გამორჩეულ პოეტურ ხედვას. კიდევ იმას, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბების, განწყობილებებისა და ხასიათების უჩვეულოდ, თავისებურად გადმოცემა შეუძლია. ოღონდ ესაა, კონტექსტიდან ამოგლეჯილმა, ცალკეულ ფრაზებად მოყვანილმა სტრიქონებმა შეიძლება ის მომხიბვლელობა დაკარგოს, რაც მას ლექსის მთლიან სამოსელში გააჩნდა. სოსო მეშველიანი თავმოსაწონებლად არაფერს წერს. მისი ყველა სიტყვა განცდილი და ნაგრძნობია, გულში, გონებასა და სულის უღრმეს ხვეულებში გამოვლილი, გამოწრთობილი ურალიდან პირენეიმდე დაქსელილ გზებზე. წიგნში თითქოს ერთმანეთს ერწყმის შინაგანი და ტერიტორიული ემიგრაცია. ეს ორი უმწვავესი განცდა, მძაფრი სულიერი მდგომარეობა, რომელიც ყველგან შეიძლება დაგეუფლოს – როგორც აქ, სამშობლოში, ისე საკუთარი ქვეყნისგან მოშორებულს.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-454-11-0
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები70
გამოცემის წელი2014