იტვირთება...

ბუქსითი #2

ანთოლოგია *

2015 წელი | ბუქსითი
2,922 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
1
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
წიგნის მაღაზია "ბუქსითის" ლიტერატურული ჟურნალი . მეორე ნომერი. გამოდის თვეში ერთხელ.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
"დღეს წიგნს ძალიან ბევრი კონკურენტი გამო უჩნდა, ან წიგნს კი არ გამოუჩნდა კონკურენტი, არამედ დროს, რომელიც წიგნების კითხვას უნდა დავუთმოთ. ამ დროს ითხოვს ინტერნეტიც, სოციალური ქსელებიც, ტელევიზიაც, ფილმებიც, სამსახურიც, ოჯახიც, მეგობრებიც. ამავე დროს უამრავი კარგი წიგნი გამოდის და ითარგმნება, საბავშვო, მოზარდებისთვის თუ უფროსებისთვის. თანამედროვე გამომცემლის მიზანია, როგორმე გამოსტაცოს მკითხველის დრო მოზღვავებულ მედია კულ ტურას, როგორმე მიიყვანოს ის წიგნთან, როგორმე დააინტერესოს. მიუხედავად ამისა, ჩვენთან, გარდა ერთიორი გამონაკლისი ინტერნეტბლოგისა, არ არსებობს სივრცე, სადაც წიგნებზე დაიწერება და წიგნებზე ისაუბრებენ. თუ არ ჩავთვლით იმ ლიტერატურულ ჟურნალებს, რომლებიც მხატვრულ ტექსტებს ბეჭდავენ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ჟურნალი მთლიანად წიგნებს მიეძღვნას. ჟურნალში დაიბეჭდება რევიუები წიგნებზე, რომლებიც საქართველოში ბოლო წლებში გამოიცა. ასევე მკითხველს უცხო ენაზე გამოცემული წიგნების მიმოხილვებსაც გავაცნობთ. ჟურნალი „ბუქსითი" დაეხმარება ახალგაზრდა მკითხველს კარგ მკითხველად ჩამოყალიბებაში, კარგ მკითხველს ახალი წიგნების აღმოჩენაში, მშობლებს, მასწავლებლებს კი იმაში, რომ ბავშვებმა კითხვა შეიყვარონ, ახალგაზრდებს პროფესიის არჩევაში და უკვე პროფესიაარჩეულებს პროფესიულ გან ვითარებაში. „ბუქსითის“ პირველ ნომერში წაიკითხავთ ინ ტერვიუს ლია ლიქოკელთან და სილვია პლათის ამაღელვებელ ისტორიას; გავიხსენებთ ეგნატე ნინოშვილს და სიზმარივით მივიწყებულ არჩილ სულაკაურის "სალამურას". შვედური ლიტერა ტურის მოყვარულთ კი ძალადობასთან და უთანასწორობასთან მებრძოლი სტიგ ლარსონის ისტორია ელით. ხოლო ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე გვესაუბრება იმაზე, თუ როგორ უნდა მიეჩვიოს ბავშვი წიგნს ექვსი თვის ასაკიდან. იმედი მაქვს, რომ ჟურნალი „ბუქსითი“ დაა ინტერესებს არა მხოლოდ წიგნების და კითხვის მოყვარულებს, არამედ მათაც, ვინც წლების წინ კითხულობდა, მათაც, ვინც არ კითხულობს და იმ სკეპტიკოსებსაც, ოცდამეერთე საუკუნეში წიგნის ადგილი რომ ვერ უპოვიათ. თუ ჩვენი ჟურნალის საშულებით ერთი ადამიანი მაინც აღმოაჩენს იმ წიგნს, რომელიც მას უკეთესად აქცევს, სწორ ღირებულებებს და ხედვას ჩამოუყალიბებს, თამამად ვიტყვით, რომ ჩვენი მისია შესრულებულია. ჟურნალი წიგნების მაღაზია „ბუქსითის“ და„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" ერთობლივი პროექტია, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით გამოიცემა." ინა იმედაშვილი
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ბუქსითი #2
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2015
გვერდები:
32
კატეგორია:
პერიოდიკა
ნახვები:
2922
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]