ჩემო ცვილის ქვეყანავ
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
2773
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ნინო ნადირაძე
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
რადგანაც „ადამიანებს მხოლოდ იმ ამბების სჯერათ, რაც მათ გადახდათ“, ნინო ნადირაძის ახალი პოეტური კრებული სწორედ მათთვისაა – ადამიანებისთვის და მათ ამბებზე: როგორ ანთებენ თავსხმა წვიმაში სიყვარულის ცეცხლს და მერე დიდი წვიმების შემდგომი სიჩუმე ეცოტავებათ, როგორ უგულოდ მიაქვთ პანაშვიდებზე ერთნაირი ყვავილები, შემდეგ კი ქარიან ღამეში ცოცხალი ადამიანების საძებნელად მიდიან და აღარ ბრუნდებიან. ჩვენს კარგ ქვეყანაში ცვილის ადამიანებს დაუდიათ ბინა. აქ ცა სკოჩისაა და იმ ადგილას, სადაც ღმერთი ცხოვრობდა, აბრაა მიჭედებული მინიშნებით, რომ ღმერთი სხვაგან გადავიდა. ადამიანებს კი პროფესიად სიკვდილი აურჩევიათ. სიკვდილი, რომელსაც ასეთი სამსახური რომ არ ჰქონდეს, უთუოდ კეთილი იქნებოდა. მაგრამ მიდის ტყის კაცის სახლამდეც, იმიტომ, რომ თუკი ოდესმე იავნანამ რამე ჰქნა, მაშინ ტყის კაცის ცოლის იავნანასაც უნდა შესწევდეს ამის ძალა. თანაც, რატომ ვართ ასე დარწმუნებული, „რომ იმ ფანჯრიდან, რომელშიც შუქი არ ანთია, არავინ გვიმზერს“.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები