მექსიკური ჩიხი
რეიტინგი
3.8 / 5
ნახვა
5501
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ნიკა ჯორჯანელი
გამომცემლობა
საუნჯე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ნიკა ჯორჯანელი ლექსების წერის მეტს არაფერს აკეთებს. ცხოვრების წესით იგი ნამდვილი კლასიკური პოეტია. სამაგიეროდ, მისი ლექსი ძალზე თანამედროვეა. ნიკა თითქმის უმუშევარია. არც სადმე რედაქტორობს, არც რაიმეს ხელმძღვანელობს, არც ვინმეს ქვეშევრდომობს, არც ბლოგებს წერს, არც ფეისბუკზე აქტიურობს, არც სიტყვით გამოდის ხოლმე და არც თავის პოეზიას აპიარებს - არ ადარდებს რამდენჯერ დაალაიქებენ მის ლექსებს, არც ის ადარდებს, რამდენი წაიკითხავს მის ნაწერს... თუმცა ამან შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. არავინ იფიქროს, რომ ნიკა ჯორჯანელი ერთი დაუდევარი პოეტია, ვისაც უპატრონოდ მიუყრია თავისი ლექსები და აღმა-დაღმა დადის. არა, ნიკა ჯორჯანელისნაირი დისციპლინებული პოეტი მეორე არ მეგულება დღევანდელ საქართველოში, იგი უკიდურესობამდე ზუსტია ხოლმე, ზედმეტად აკურატული და მეც, ამ შემთხვევაში რედაქტორს, არაერთხელ მიგრძვნია ეს. ყოფილა შემთხვევა, რომ ერთი მძიმის ჩასწორების გამო სამჯერ დაურეკავს, კორექტურული შეცდომა ხომ საერთოდ წარმოუდგენელია მის თვალს გამოეპაროს... ნიკა ყოველთვის ფორმაშია, იგი არასდროს დუნდება და სწორედ ამიტომ ყველაზე სანდოცაა. წერს საკმაოდ ცოტას, ერთი სიტყვით, თანამედროვე ქართული ლექსის საყრდენი ნახევარმცველია. /მარხაზ ხარბედია/
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები