დაკარგულთა არქივები. ანუ: წითელი ზურგის ქარით

რეიტინგი

1 / 5

ნახვა

4269

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

სიესტა

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სტეფანის სააგენტო იუწყებოდა: ლატაკიიდან გემ "პიემონტით" რამდენიმე ასი სომხის ემიგრანტი მოვიდაო, რომლებსაც მერე რასალბაზიტში გადასხამენ. რომ "პიემონტი" ბრიუსელში გაემგზავრება. ეს ჩანაწერი ძველი გაზეთის გადაცრეცილ კუთხეში ვნახე. იმ დროისთვის, როგორც გითხარი, ამ ძველ კედლებში თანამშრომლად ვითვლებოდი. ახლა დავბრუნდი. მინდა ძველი ეს ამბავი ერთხელ კიდევ გადავამოწმო. პერიოდიკის გალერეა-დარბაზში ვზივარ. დღეს უჩვეულოდ ბევრი მკითხველი ირევა. და მე ძველისძველ ჩანაწერებს ველოდები. ამ მასალას არქივი იცავს. 15-20 წუთში გამოიტანენ. ჩვევად მექცა დრო არ დავკარგო. ამ კალამს ვიღებ და ის წამისად ჩემწინაა. ეს მეტისმეტად სასიამოვნო წამებია. " დილამშვიდობის. მომენატრე." ამას ჩემი ღიმილიც მოწმობს. " ანნა, მეც როგორ..." მე წინა რიგის განაპირა მერხზე ვზივარ. საქმე ისაა, ის ძველი და სხვისი ამბები მიმდინარეს და საკუთარს იმდენად ჰგავდა, რომ მე შემეძლო შემეცვალა ადგილის და დროის მხოლოდ კოორდინატები, მოქმედი ზმნისთვის ხელიც არ მეხლო და ის იგივე წარმატებით გამოხატავდა მოვლენის არსს. მოგიყვებოდა აწმყოს ამბავს. შეგეძლო ამ დღის პერიოდული მიმოხილვისთვის თვალიც აღარ გედევნებინა. მოკლედ გეფიქრა, ჩემო ბიძი. ნუ გგონია წუთისოფლის ორომტრიალი საფუძვლიანად რამეს ცვლიდეს. გარდა აი, ამ (ჩემგან)დაცვის (სევდიანი) თანამშრომლების; მათგანი ამ წუთს თვალს არ მაცილებს. მომჩერებია. აშკარაა ჩემი ღიმილის ადრესატად ჩათვალა თავი".

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-414-74-9
გამომცემლობასიესტა
გვერდები360
გამოცემის წელი2011