დაბადების დღე

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

3175

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

სიესტა

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ანდრაშ პეტეცის რომანი „დაბადების დღე“ შეეხება ერთი ბუდაპეშტური ოჯახის – ზიეგლერების ოჯახის ისტორიას. ეს რომანი პეტეცის პირველი რომანია. მის დაწერამდე ამ ავტორს გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წარმატებული პოეტური კრებული და უნდა აღინიშნოს, რომ მისი პირველი ნაბიჯი პროზაში ისეთივე წარმატებული გამოდგა, როგორც პოეზიაში. რომანი შედგება რამდენიმე ნოველისგან, სადაც აღწერილია ზიეგლერების ოჯახის ცხოვრება ბუდაპეშტში და ბალატონისპირა სააგარაკო სოფელ სეპეზდში. რომანში აღწერილია ბავშვის თვალით დანახული სამყარო და გატარებულია თაყვანისცემა მამის კულტის მიმართ. აღნიშნულია ის სულიერ კავშირი, რომელიც აერთიანებს მამას და მოზარდ ბიჭუნას. რომანის პერსონაჟები არიან დედა, მამა და მათი შვილები, და–ძმა ტონი და ირმა, ასევე რიგითი ადამიანები, როგორც ბუდაპეშტელები, ასევე სეპეზდელები. მსუბუქი იუმორით მკვეთრი შტრიხებით ახასიათებს ავტორი თავის თვითეულ პერსონაჟს. და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ ანდრაშ პეტეცის რომანის ენა არის მარტივი, ყოველდღიური სალაპარაკო ენა. რომანში ჭარბობს ყოფითი სახის დიალოგები. არ გვხვდება აბსტრაქტული პასაჟები, განყენებული მსჯელობა და მთლიანობაში რომანი „დაბადების დღე“ აღიქმება როგორც ლირიკული პროზის ნიმუში.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978–994–14–1434–3
გამომცემლობასიესტა
გვერდები192
თარგმანიუნგრულიდან
მთარგმნელიდალილა ბედიანიძე
გამოცემის წელი2010